შეძახილებით ”ქვიერებო, გამოდით და პოზიცია დაიკავეთ, ისრაელის ხელები სისხლშია ამოსვრილი!” ლგბტქ აქტივისტების მძვინვარე ჯგუფმა 17 ივნისს სან ფრანცისკოში კასტროს თეატრის წინ საპროტესტო აქცია გამართა, რათა თავისი უარყოფითი პოზიცია გამოეხატა „Frameline LGBT Film Festival“- ისთვის ისრაელის მხარდაჭერის მიმართ. პროტესტი ორგანიზაცია „Queers Undermining Israeli Terrorism – QUIT“-მა (ქვიერები ძირს უთხრიან ისრაელის ტერორიზმს) მოაწყო.
„QUIT“-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ლგბტქ საზოგადოების პროგრესულად მაოზროვნე წევრები ეწინააღმდეგებიან ისრაელის საკონსულოს სპონსორობას წლევანდელ კინოფესტივალზე. განხცხადებაში დაგმობილია ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის სამხედრო ოკუპაცია და მასობრივი ხოცვა.
„QUIT“-ის განცხადებამ ლგბტქ საზოგადოების წევრებს შეახსენა, რომ ”ჩვენ არ ვისწრაფვით მიღებულობისკენ ისეთი სასოწარკვეთილებით, რომ რასისტებსა და მკვლელებს შევეკრათ.”
წყარო:
http://www.workers.org/2010/us/lgbt_group_denounces_israel/