ლგბტ ლტოლვილის მიმართ საშინელი მოპყრობა
08 07 2010

ლეელა კრიშნა თინაგარან ჰარინადრანი, 21 წლის შრილანკელი ლგბტ ადამიანი, შრილანკაში საშინელი დევნის მსხვერპლი გახდა, სადაც ქვიერ ადამიანები იჩაგრებიან მკაცრი კანონებისგან, რომლებიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დემონიზებას ახდენენ.

1995 წელს სოდომია შრილანკაში კრიმინალიზებული გახდა როგორც მამაკაცებისთვის ისე ქალებისთვის და ზოგიერთი რელიგიური დაჯგუფებები ჰომოსექსუალობას სიკვდილითაც კი სჯიან.

რეგულარულად შევიწროვებული და ნაცემი ლეელას გამოცდილება შრილანკაში, პოლიციის განყოფილებით დასრულდა. მას ტანსაცმელი გახადეს და სცემეს, პოლიციელები კი ეუბნებოდნენ, რომ კამერებს ჩართავდნენ და მთელს მსოფლიოს აჩვენებდნენ მის დასისხლიანებულ შიშველ სხეულს.

2009 წლის დასაწყისში მდგომარეობა გაუარესდა. შრილანკელი მთავრობის კამპანიამ თამილი ადამიანების წინააღმდეგ ეპიკურად აგრესიულ მასშტაბებს მიაღწია. 50,000-მდე თამილი გაჟლიტეს და ასიათასობით ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ლეელა ძალადობით იყო გარშემორტყმული, ნაწილობრივ მისი ეთნიკური წარმომავლობის გამო, ნაწილობრივ კი მისი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიზეზით.

2009 წლის 11 სექტემბერს, ლეელა შრილანკიდან პატარა გემით გაიქცა 43 სხვა ადამიანთან ერთად. სამი კვირის შემდეგ, ავსტრალიური საზღვაო ფლოტის მიერ დაკავებული გემი ქრისტმასის კუნძულზე აღმოჩნდა, რომელიც ავსტრალიის კუთვნილი ტერიტორიაა ინდოეთის ოკეანეში.

2009 წლის ოქტომბრიდან ლეელა პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მას ავსტრალიაში ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, იმ მიზეზით, რომ შრილანკაში დაბრუნების შემთხვევაში ის თავისი იდენტობის გამო ძალადობისა და დევნის საშიშროების წინაშე დადგება, ლეელა ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება.

წყარო:

http://gayrights.change.org/blog/view/australias_brutal_treatment_of_an_lgbt_tamil_refugee



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია