გაფრთხილება ირანულ მედიას
01 09 2010

დღეს ირანის მთავრობამ ქვეყნის მასმედიას მოუწოდა თავი შეიკავოს შეურაცხყოფისგან, იმის გამო, რომ უკომპრომისო ირანულმა გაზეთმა კარლა ბრუნი სარკოზის, საფრანგეთის პირველ ლედის, ორჯერ უწოდა ”მეძავი”.

ყოველდღიურმა გაზეთმა „The Keyhan“ ეს კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრუნიმ დაგმო ჩაქოლვის განაჩენი, რომელიც ქმრის ღალატში ბრალდებულ ირანელ ქალს გამოუტანეს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა, რამინ მეჰმანფარასთმა, განაცხადა, რომ უცხოელი ჩინოსნების შეურაცხყოფა არასწორია და არ არის ოფიციალურად ნებადართული.

გაზეთმა ბრუნი სარკოზის პირველად შაბათს უწოდა მეძავი, და იგივე გაიმეორა დღესაც. გაზეთში ნათქვამია, რომ ისევე როგორც საქინე მოჰამადი აშთიანი, სიკვდილმისჯილი ქალი, ასევე ბრუნი-სარკოზიც იმსახურებს სიკვდილს, მსახიობ იზაბელ აჯანისთან ერთად, რომელმაც ასევე დაგმო ზემოხსენებული განაჩენი.

მეჰმანპარასთმა მოუხმო ირანის მედიას გამოიყენოს უფრო ზომიერი ენა. თუმცა მიუხედავად ამისა, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ბრუნი სარკოზი მოიხსენია როგორც „ამაყი თავისი ამორალური საქციელის გამო”.

წყარო:

http://www.guardian.co.uk/world/2010/aug/31/carla-bruni-sarkozy-iranian-media



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი