ქალთა კლუბის დისკუსია
03 04 2009

ოთხშაბათს, 27 მაისს “ფონდ ინკლუზივის” ოფისში “ქალთა კლუბის” ტრადიციული დისკუსია გაიმართა. შეხვედრა “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ იყო ორგანიზებული.

დისკუსიის თემა გახლდათ - “ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვის აყვანის საკითხები”.

“ქალთა კლუბის” წარმომადგენლებმა და წევრებმა საუბარი ლგბტ წყვილებისა და ოჯახებისათვის შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას დაუთმეს. მათ მოკლედ მიმოიხილეს ის პროცედურები, რომელთა გავლაც უწევთ ბავშვის აყვანის მსურველებს სხვადასხვა ქვეყნებში და აქცენტი ამ პროცესის თანმხლებ სხვადასხვა სირთულეებზე გააკეთეს.

მომხსენებლებმა წარმოადგინეს სტატისტიკური მონაცემები და იმ კვლევის შედეგები, რომელიც ჰომოსექსუალურ და ჰეტეროსექსუალურ ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს შორის ფსიქო-სოციალური “განსხვავებების” შესწავლას ეხებოდა.

კერძო შემთხვევებისა და რეალური ისტორიების გაზიარებამ დისკუსიას მეტად ცოცხალი ხასიათი შესძინა, ხოლო, სტერეოტიპული არგუმენტების განხილვით კი, რომელთაც ზოგადად დისკრიმინაციული კანონების გასამართლებლად იყენებენ ხოლმე, განხილვის მთავარი თემისა და სხვადასხვა საკითხების მიმართ მსმენელთა დამოკიდებულებები საინტერესოდ გამოიკვეთა.

მოსაზრებები ლგბტ წყვილების მიერ ბავშვის აყვანის მიზანშეწონილობის ირგვლივ გაიყო. შვილად აყვანის მოწინააღმდეგეთა პოზიციის ძირითადი განმაპირობებელი კვლავ საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიის მაღალი ხარისხი აღმოჩნდა, რომელიც ლგბტ ოჯახში აღზრდილი ბავშვის ამგვარ საზოგადოებაში დამკვიდრებას მსმენელთა ნაწილის აზრით, დამატებით პრობლემებს უქმნის. დისკუსიის დანარჩენმა მონაწილეებმა კი ჰომოფობიით გამოწვეული სირთულეების რეალურობის გათვალისწინებით ამასთან, თუმცაღა საფუძვლიანად განაცხადეს, რომ, რადგანაც ნებისმიერი ბავშვი ზოგადად აწყდება სხვადასხვა პრობლემებს სოციალიზაციის პროცესში იმის მიუხედავად, საზოგადოება მტრულია თუ არა, “ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებლად ღირს”.

მოხსენების ბოლოს თემის ავტორებმა დამსწრე საზოგადოებას ერთსქესიან ოჯახებში გაზრდილი, 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების ნახატების გამოფენა უჩვენეს თემაზე - “ჩემი ოჯახი”. ბავშვების თითოეულ ნამუშევარს თან ერთვოდა მათივე საინტერესო კომენტარები მშობლებზე.

დისკუსიის დასრულების შემდეგ, საღამო არაფორმალურ ვითარებაში გაგრძელდა.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია