ჟან ჟენეს რომანის "ნოტრ-დამ-დე-ფლერის" პრეზენტაცია
20 11 2010

გამომცემლობა "დიოგენე" და ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი გიწვევთ ჟან ჟენეს რომანის "ნოტრ-დამ-დე-ფლერის" ქართული გამოცემის

პრეზენტაციაზე ხუთშაბათს, 2010 წლის 25 ნოემბერს 19 საათზე კინოთეატრ "რუსთაველში" (რუსთაველის გამზ. 5)

პრეზენტაციის შემდეგ ნაჩვენები იქნება ჟან ჟენეს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული რაინერ ვერნერ მარია ფასბინდერის ფილმი "კერელი".

პრეზენტაციაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებითა და ბილეთებით. ყველა მოწვეული სტუმარი და ბილეთის მფლობელი მიიღებს წიგნის ეგზემპლარს.

საპრეზენტაციო ბილეთები გაიყიდება გამომცემლობა "დიოგენეში" (კეკელიძის ქ. 6) და ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრში (გუდიაშვილის ქ. 10) 24 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ღირებულება _ 12 ლარი.

ლეგენდარული მწერლის დებიუტი  ქართულ ენაზე _ არ გამოტოვოთ !



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან