ლგბტ ჯგუფის საჭიროებათა კვლევა
09 12 2010
"განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაცია" (DRCAA) ახორციელებს კვლევას, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერესექსუალი და ქვიარ ადამიანების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოგროვება. თუ თქვენ მიეკუთვნებით ამ ჯგუფს და გსურთ კვლევაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ შეავსოთ ანონიმური ონლაინ–კითხვარი შემდეგ მისამართზე: https://spreadsheets.google.com/viewform?formkey=dGk2Sm5aTktERDdtcUlNdGJUZ0d6LWc6MQ თქვენი გულწრფელი პასუხები საშუალებას მისცემს ორგანიზაციას თქვენი სურვილებისა და საჭიროებების მიხედვით დაგეგმოს და შემოგთავაზოთ ის მომსახურებები, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ სასურველად და აუცილებლად.


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან