ფატვა ქალი მოლარეების შესახებ
27 08 2010

კონსერვატორ საუდელ სასულიერო პირს აუკრძალეს თვითნებური ბრძანებების გაცემა, მას შემდეგ რაც მან სცადა სუპერმარკეტების იმ ქსელის ბოიკოტირება, სადაც ქალები მოლარის თანამდებობაზე აჰყავდათ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სასულიერო პირი ფატვების გაცემაში შეზღუდვას აწესებს. ფატვა არის რელიგიური ბრძანებულება, რომლითაც რელიგიური მუსლიმები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელმძღვანელობენ.

შეიხ იუსეფ ალ-აჰმედმა ხალხს მოუწოდა არაფერი შეეძინათ „Panda“–ს სუპერმარკეტის ქსელში , რადგან ქალები იქ ისეთ სამუშაოზე აჰყავდათ, რომელიც, მისი აზრით, ხელს უწყობს სქესთა აღრევას, რაც ისლამის კანონს არღვევს.

დიდი მუფტის, შეიხ აბდულ-აზიზ ალ შეიკის, წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ მან ალ-აჰმედი დაიბარა და უბრძანა შეეწყვიტა თვითნებური ფატვების გაცემა.

საუდის არაბეთი ისლამის მკაცრ ინტერპრეტაციას მისდევს და რელიგიურ ლიდერებს დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკასა და სოციალურ საკითხებზე. სქესები მკაცრად არის გაყოფლი სკოლებსა და საჯარო სივრცეში. ქალებს არ აქვთ მანქანის ტარების და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები აკრძალულია ქალთა სახელმწიფო სკოლებში.

საუდის მეფე აბდულა ცდილობს დაძლიოს ულტრაკონსერვატიული იდეოლოგია. სწორედ მან მისცა ქალებს მუშაობის უფლება.

წყარო:

http://www.enquirerherald.com/2010/08/26/1273644_saudi-cleric-slammed-over-fatwa.html



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა