სექს მუშაკებისთვის
18 12 2011

წითელი ქოლგებით, სასტვენებით და პლაკატებით დღეს, გმირთა მოედნიდან (ცირკის მიმდებარე ტერიტორია) თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა მოეწყო.”შეწყდეს ძალადობა სექს მუშაკების მიმართ”, “რაც უფრო მეტად განსჯი, მით უფრო ნაკლებად გიყვარს”, “ნუ განსჯი მათ” - ამ და სხვა წარწერებით თბილისის ქუჩებში 15-მდე ადამიანი სექს მუშკებისადმი ძალადობას აპროტესტებდა.

წითელი ქოლგა სექს მუშაკებისადმი ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის სიმბოლოა – 17 დეკემბერი სექს მუშაკებისადმი ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ სპეციალური აქცია მოაწყო.

აქცია,რომელიც მსვლელობით დაიწყო, თავისუფლების მოედანზე ფლეშმობით გაგრძელდა. მსვლელობის მონაწილეებს, 30-მდე ფლეშმობ აქციაში ჩართვის მსურველი შეუერთდა.

ფლეშმობის მონაწილეები გამვლელებს აჩერებნენ და ქოლგას წვიმისგან თავის შესაფარებად სთავაზობდნენ, მიუხედავად იმისა,რომ არ წვიმდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი წითელი ბუშტებით და პლაკატებით 40-მე ადამიანი შეერია წითელქოლგიანებს.

პარალელურად, ორგანიზაციის ოფისში მხატვარ რიტა ჰერმანის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობდა. გამოფენა ორი დღის მანძილზე გაგრძელდება. სექს მუშაკების თემაზე შექმნილი ნამუშევრების ნახვა, იდენტობას ოფისშია შესაძლებელი.

“დღევანდელი აქციის მიზანი იყო, საზოგადოებაში ამ თემისადმი მგრძნობელობის გაზრდა. იდენტობა დაჩაგრული ჯგუფების ურთიერთსოლიდარობის იდეაზეა დაფუძნებული. კომერციული სექს მუშაკები,რომელთა შორის მრავალი ლგბტ თემის წევრიცაა, განსაკუთრებულად დაჩაგრული ჯგუფია.ჩვენი მიზანი იყო, მხარი დაგვეჭირა მოქალაქეთა და აქტივისტების იდეისთვის, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, კომერციული სექს მუშაკების უფლებების შესახებ თბილისის მაცხოვრებლებისთვის საჯარო გზით მიგვეწოდებინა ინფორმაცია. მოხარული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა შედგა. აქციის, გამოფენის და დისკუსიის მეშვეობით, საფუძველი ჩაეყარა, ორ თემს შორის თანამშრომლობას ერთმანეთის უფლებების დაცვის მიზნით.

წყარო: http://www.idmag.info/3421



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია