კასტრო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს
02 09 2010

ფიდელ კასტრომ განაცხადა, რომ 1960-70-იან წლებში გეი მამაკაცების დევნაზე ის თავადაა პასუხისმგებელი.

კუბის ყოფილმა პრეზიდენტმა მექსიკურ გაზეთს უთხრა, რომ ეს ჰომოსექსუალთა მიმართ უდიდესი უსამართლობის ხანა იყო.

კასტრო 1959-დან 2009 წლამდე კუბის ლიდერი იყო და მისი რწმენით სექსუალური განსხვავებულობა კაპიტალიზმის შედეგად წარმოშობილი გახრწნილება იყო.

მისი მმართველობის მანძილზე, კუბის შრომით ბანაკებში ბევრი გეი მამაკაცი აწამეს, სადაც რეჟიმი ცდილობდა ჰომოსექსუალთა ”გამოსწორებას” და მათ გათავისუფლებას ”ანტი-რევოლუციური მიდრეკილებებისგან”.

ჰომოსექსუალური სექსი კუბაში ნაწილობრივ იქნა დეკრიმინალიზებული 1979 წელს.

უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე მარიელა კასტრო, ყოფილი პრეზიდენტის ძმისშვილი და მისი მემკვიდრის რაულ კასტროს შვილი, ლგბტ ადამიანთა უფლებების დამცველი გახდა.

წყარო:

http://www.pinknews.co.uk/2010/09/01/castro-takes-responsibility-for-cuba-persecuting-gays/