Xცენტრიული ხელოვნება თბილისში
19 12 2011

თბილისს სომეხი ქვიარ ხელოვანები სტუმრობენ. ერევნელი ხელოვანების ჯგუფი “ქვიარ ერევანი” (QY) “ახალ გალერეაში” წიგნის პრეზენტაციას მართავს.

“ქვიარ ერევანი” არის ექსპერიმენტული სივრცე ქვიარ მხატვრების, მწერლების, კულტურის კრიტიკოსებისა და აქტივისტებისთვის.

წიგნი “რა ვუყოთ Xცენტრიულ ხელოვნებას” არის ორგანიზაციის წევრების მიერ შესრულებული მხატვრული ნამუშევრებისა და ტექსტების კრებული. იგი შეიცავს დოკუმენტურ მასალას გაერთიანების მიერ მოწყობილი სხვადასხვა გამოფენიდან და არტ ივენთებიდან, ფოტოგრაფიას, კრიტიკულ ტექსტებსა და ექსპერიმენტული ნაწერების ნაწყვეტებს, ფრანგმენტებს “ქვიარ ერევანის” ბლოგიდან და 2007-2011 წლებში კოლექტივის მიერ შესრულებულ ელექტრონულ წერილებს.

პრეზენტაცია 17 დეკემბერს, 8 საათზე, რუსთაველის #48-ში, “ახალი გალერეის” მეორე სართულზე გაიმართა.

ერევნელი სტუმრები წიგნის პრეზენტაციის გარდა არფი ადამიანის დოკუმენტურ ვიდეოს და მელინ ტერმინასიანისა და ლორელინ კოენიგის დადგმულ წარმოდგენას სახელწოდებით”Khovd” აჩვენებენ.

წყარო: http://www.idmag.info/3273



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი