პოლიციამ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები გააფრთხილა
18 05 2012

პოლიციამ დღეს 5 პირი დააკავა - მათ შორის, სამი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილე, 2 კი სასულიერო პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლმა ზურაბ გვენეტაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ისინი პოლიციამ სიტყვიერად გააფრთხილა და უკვე გაათავისუფლეს. მისივე ცნობით, დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

გვენეტაძის ცნობით, დაკავებულთაგან 2 სასულიერო პირი იყო.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა დღეს მსვლელობის გაგრძელების უფლება არ მისცეს ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

“იდენტობის” წარმოამდგენლებმა “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათ წინასწარ გააფრთხილეს სამართალდამცავები, რათა აქციის დროს მათი უსაფრთხოება დაეცვათ. თუმცა აქციის რამდენიმე მონაწილემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ თავიდან, როცა ფილარმონიიდან მსვლეობა დაიწყეს, პოლიციელები მათთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა შემდეგ, როცა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა გზა გადაუღობეს, გაუჩინარდნენ.

"ინციდენტი დაიწყო იმით, რომ ჩვენი თანამშრომელი, ლევან ბერიანიძე დააკავეს. ჩვენ გვერდით იდგა და უცებ გაქრა. ინფორმაცია გავრცელდა რომ დაკავებულია. შემდეგ გადავედით ქუჩაში გზის გადასაკეტად და ამით გავაპროტესტეთ, რომ ჩვენი თანამშრომელი დააკავეს. ჩვენ მიერ ქუჩის გადაკეტვა იყო იმის საბაბი, რომ დავეკავებინეთ. გზაში გვეკითხებოდნენ, ვინ ვართ, რა აქციაა, რა ორგანიზაციიდან ვართ და ცოტა ხანში დაგვაბრუნეს უკან,"- განუცხადა მედიის წარმომადგენლებს აქციის მონაწილემ და "იდენტობის" რედაქტორმა, მაგდა კალანდაძემ.

რატომ არ უზრუნველყო პოლიციამ აქციის მოანწილეების უსაფრთხოება, -ამ კითხვაზე გვენეტაძემ განაცხადა, რომ ინფორმირებული არ არის და გაარკვევს.

წყარო: http://netgazeti.ge/GE/105/News/9584

პოლიციამ დღეს 5 პირი დააკავა - მათ შორის, სამი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილე, 2 კი სასულიერო პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლმა ზურაბ გვენეტაძემნეტგაზეთსგანუცხადა, რომ ისინი პოლიციამ სიტყვიერად გააფრთხილა და უკვე გაათავისუფლეს. მისივე ცნობით, დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

გვენეტაძის ცნობით, დაკავებულთაგან 2 სასულიერო პირი იყო. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებმა დღეს მსვლელობის გაგრძელების უფლება არ მისცეს ორგანიზაციაიდენტობისმიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, რამდენიმე მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

იდენტობისწარმოამდგენლებმანეტგაზეთსგანუცხადეს, რომ მათ წინასწარ გააფრთხილეს სამართალდამცავები, რათა აქციის დროს მათი უსაფრთხოება დაეცვათ. თუმცა აქციის რამდენიმე მონაწილემნეტგაზეთსუთხრა, რომ თავიდან, როცა ფილარმონიიდან მსვლეობა დაიწყეს, პოლიციელები მათთან ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა შემდეგ, როცა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა გზა გადაუღობეს, გაუჩინარდნენ.

"ინციდენტი დაიწყო იმით, რომ ჩვენი თანამშრომელი, ლევან ბერიანიძე დააკავეს. ჩვენ გვერდით იდგა და უცებ გაქრა. ინფორმაცია გავრცელდა რომ დაკავებულია. შემდეგ გადავედით ქუჩაში გზის გადასაკეტად და ამით გავაპროტესტეთ, რომ ჩვენი თანამშრომელი დააკავეს. ჩვენ მიერ ქუჩის გადაკეტვა იყო იმის საბაბი, რომ დავეკავებინეთ. გზაში გვეკითხებოდნენ, ვინ ვართ, რა აქციაა, რა ორგანიზაციიდან ვართ და ცოტა ხანში დაგვაბრუნეს უკან,"- განუცხადა მედიის წარმომადგენლებს აქციის მონაწილემ და "იდენტობის" რედაქტორმა, მაგდა კალანდაძემ.

რატომ არ უზრუნველყო პოლიციამ აქციის მოანწილეების უსაფრთხოება, -ამ კითხვაზე გვენეტაძემ განაცხადა, რომ ინფორმირებული არ არის და გაარკვევს.


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა