ირანი: დროებითი ქორწინების რეგისტრაცია
27 08 2010

ისლამურმა პარლამენტმა დღეს ოჯახური დაცვის საკამათო კანონპროექტი უკუაგდო. კანონპროექტის ერთ-ერთ მუხლში შემოთავაზებულია ”დროებითი ქორწინების” რეგისტრაცია. რამაც ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტებში პროტესტი გამოიწვია.

ოჯახური დაცვის კანონპროექტი პარლამენტს ჯერ კიდევ სამი წლის წინ წარუდგინეს, თუმცა მისი ზოგიერთი მუხლის წინააღმდეგ პროტესტმა რატიფიკაცია შეანელა.

ყველაზე საკამათო მუხლი კანონპროექტში 23-ე მუხლია, რომელიც მამაკაცთა პოლიგამიისთვის ახალ გამართლებას თავაზობს და ითვალისწინებს იმ პირობის გაუქმებას, რომლის თანახმადაც პირველი ცოლის ნებართვა და ფინანსური მდგომარეობა განსაზღვრავს მამაკაცის მიერ მეორე ცოლის შერთვის შესაძლებლობას.

წყარო:

http://www.wluml.org/node/6608



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება