ხვალ სააპელაციო სასამართლო 2013 წლის 17 მაისის საქმეს განიხილავს
23 02 2016
[caption id="attachment_5687" align="alignleft" width="300"] ფოტო: timer.ge[/caption]

ხვალ, 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის საქმეზე პროცესი გაიმართება.

2013 წლის 17 მაისის საქმეში  საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული სასულიერო პირისა და სამი მოქალაქის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 15:30 საათზე დაიწყება. პროცესზე სააპელაციო სასამართლო მხარეთა შესავალ სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც სასამართლოს "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარედგინება.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებულ სამ მოქალაქესა და ერთ სასულიერო პირს: ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს - პროკურატურა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობრივად ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებული სამი მოქალაქე და ერთი სასულიერო პირი საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 23 ოქტომბერს უდანაშაულოდ სცნო.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"