სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის საქმეზე პროცესი გადაიდო
24 02 2016

დღეს, 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 მაისის საქმეზე მხარეთა შესავალი სიტყვები უნდა მოესმინა, თუმცა მოსამართლე მარინა ხოლოაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესი 22 მარტისთვის გადაიდო.

2013 წლის 17 მაისის საქმეში  საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებული სასულიერო პირისა და სამი მოქალაქის პროცესი სააპელაციო სასამართლოში 22 მარტს, 14:00 საათზე დაიწყება. პროცესზე სააპელაციო სასამართლო მხარეთა შესავალ სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც სასამართლოს “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარედგინება.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებულ სამ მოქალაქესა და ერთ სასულიერო პირს: ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს – პროკურატურა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობრივად ხელის შეშლაში ადანაშაულებს.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია