საკონსტიტუციო სასამართლომ გიორგი ტატიშვილის სარჩელი გამოაქვეყნა
10 02 2016

საკონსტიტუციო სასამართლომ 28 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით განსახილველად შესული სარჩელები გამოაქვეყნა. მათ შორისაა მოქალაქე გიორგი ტატიშვილის სარჩელი ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით.

"ვიზგის" ადვოკატი, ციალა რატიანი ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დაუშვებლად ცნობს. რატიანის თქმით, სარჩელში არ არის მითითებული კონკრეტული ფიზიკური პირის უფლების დარღვევის ფაქტი და მისი დადასტურება.

"უცნაური სარჩელია, ბევრი აპელირებააა ეკლესიურ სამართალზე და ძველ კანონებზე, ლამის მე-12 საუკუნიდან. მაგრამ არ არის მითითებული კონკრეტული ფიზიკური პირის უფლების დარღვევა და ამის დადასტურება, რაც აუცილილებელია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად. ამის გამო, ვვარაუდობ, რომ სასამართლო, მაღალი ალბათობით, დაუშვებლად სცნობს სარჩელს," -  ამბობს "ვიზგის" ადვოკატი, ციალა რატიანი.

მოქალაქე გიორგი ტატიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ელექტრონული ვერსიის სანახავად, დააჭირეთ აქ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 თებერვლს ლგბტ ორგანიზაციებმა განცხადება გამოაქვეყნეს და ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით გიორგი ტატიშვილის კონსტიტუციურ სარჩელს გაემიჯნენ. ლგბტ ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ტატიშვილის უკან ის პრო-რუსული და რელიგიური ძალები დგანან, რომლებიც ანტი-ლგბტ რიტორიკით გამოირჩევიან.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - “ვიზგი – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “ლგბტ საქართველო”, “იდენტობა” და “თემიდა” - საზოგადოებას მოუწოდეს, არ დაიჯეროს თითქოს ეს ინიციატივა ლგბტ პირებისგან მოდიოდეს და არ მოახდინოს გიორგი ტატიშვილის პიროვნების ლგბტ ჯგუფთან იდენტიფიცირება.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება