რელიგიური ტანსაცმლის წინააღმდეგ ბანგლადეშში
04 08 2010

დადგენილება მას მერე გამოვიდა, რაც გაირკვა, რომ ჩრდილოეთის ერთ-ერთ კოლეჯში გოგონებს აიძულებდნენ თავშალი ეტარებინათ.

უზენაესმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქალებს არ უნდა ეშლებოდეთ ხელი სპორტულ ან კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაში.

სასამართლოს განცხადებით ნებისმიერი სახის რელიგიური ტანსაცმლის ტარება მოსწავლეების ან მომსახურე პერსონალის მხრიდან, პირადი არჩევანი უნდა იყოს.

ამავე წლის აპრილში, სასამართლოს ბრძანებით, სკოლებსა და კოლეჯებს აეკრძალათ გოგონებისთვის ბურქის ტარების დაძალება. ბურქა ქალის ტანსაცმელია, რომელიც მთლიან სხეულს ფარავს გარდა თვალებისა და ხელებისა.

სასამართლოს სისტემატიური ჩარევა გვიჩვენებს იმას, რომ დედაქალაქ დაკას გარეთ მცხოვრებ ადამიანთა უმეტესობა მიდრეკილია მსგავსი დადგენილებების უგულვებელყოფისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბანგლადეშის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია, ისინი ძირითადად ისლამის ზომიერ ვერსიას მისდევენ.

წყარო:

http://www.awid.org/eng/Women-s-Rights-in-the-News/Women-s-Rights-in-the-News/Bangladesh-bans-enforced-Islamic-dress-code



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება