"ვისგი" გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს
26 02 2016
[caption id="attachment_5700" align="alignleft" width="300"] ფოტო: https://www.facebook.com/photo.php?fbid=10206118702990039&set=a.1663724956445.2080168.1336868964&type=3[/caption]

“ვისგი” სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ ტყიბულელ მეშახტეებს. არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება გაფიცულებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტს კერძო კომპანიის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს ნებართვით არღვევს დასაქმებულთა შრომით უფლებებს და გაუსაძლის პირობებში ამუშავებს დასაქმებულებს.

"მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ არამხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მუშათა მოთხოვნების განხილვა, არამედ მიიღოს რეალური გადაწყვეტილება გაფიცულების სასარგებლოდ; უზრუნველყოს კერძო კომპანიის მიერ მშრომელთა სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილება; გადახედოს შრომის პოლიტიკას და თითოეული დასაქმებულისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნით უზრუნველყოს დასაქმებულთა ექსპლუატაციის აღმოფხვრა.

დღეს, ტყიბული სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ადგილია, რომელიც უნდა განივრცოს მთელი საზოგადოების ჩართულობით, გაფიცული მეშახტეებისთვის გვერდში დგომისა და სოლიდარობის გამოცხადების გზით!" -ნათქვამია "ვისგის" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის) განცხადებაში. 



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი