აია ბერაია: გათხოვება არ არის "რომანტიკული თავგადასავალი"
09 03 2016
"ამ სლოგანით გვსურს, მოვუწოდოთ ქალებს, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ მჩაგვრელ სისტემებს, რომელიც მათ ადგილს ოჯახში განუსაზღვრავს და არა საჯარო სფეროში. გარდა იმისა, რომ გათხოვება მათ მოვალეობად არ უნდა აღიქმებოდეს, ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ გათხოვება არ არის “რომანტიკული თავგადასავალი”, არამედ ერთგვარი შრომითი ურთიერთობა, სადაც ქალი ოფიციალური ანაზღაურების გარეშე ემსახურება ქმარს და “სიყვარულისა” ან/და “მოვალეობის” სახელით ხდება მისთვის დიასახლისი, მეძავი, ძიძა და ა. შ.
კერძო საკუთრებაში ვგულისხმობთ წარმოების საშუალებების ფლობას, რომელიც მფლობელებს საშუალებას აძლევს ექსპლუატაცია გაუწიონ სხვა ადამიანებს (დაქირავებულებს) და მიიღონ მოგება მათ ხარჯზე. გენდერულ როლებში ვგულისხმობთ გენდერის ბინარულ დაყოფას მასკულინურად და ფემინურად, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, “კაცის” და “ქალის” სოციალურ-სექსუალურ როლებს.
კერძო საკუთრება და გენდერული როლები არის კაპიტალიზმისა და პატრიარქატის მთავარი ინსტრუმენტები, რომლითაც ისინი ქმნიან თავიანთ წესრიგს, მათ შორის ქალთა და კაცთა შრომით ექპსლუატაციას, შრომის გენდერულ დანაწილებას. ამ ორს ერთად მოვიხსენიებთ, რადგან კაპიტალიზმი და პატრიარქატი დღესდღეობით ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ კერძო საკუთრება აწარმოებს და ინარჩუნებს გენდერულ როლებს, გენდერული როლები კი თავის მხრივ, ხელს უწყობს კერძო საკუთრების შენარჩუნებას."
აია ბერაია, აქტივისტი. 8 მარტი. 2016 წელი.


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის