ნათია გვიანიშვილი ლგბტ საკითხებზე გაეროში წარდგენილი ანგარიშის შესახებ
21 03 2016

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” (WISG) ილგა-ევროპასთან ერთად  ლგბტ ადამიანის უფლებათა საკითხებზე გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodical Review) 23-ე სესიაზე ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა.

როგორც "ვისგის" დირექტორი, ნათია გვიანიშვილი ამბობს, "ვისგისა" და "ილგა-ევროპის" მიერ შედგენილი დოკუმენტი საქართველოდან სპეციფიკურად ლგბტ საკითხებზე წარდგენილი ერთადერთი ანგარიშია.

ანგარიში "ვისგის' მიერ ჩატარებულ ახალ კვლევებსა და ანგარიშებს, ასევე საქართველოში ლგბტ ადამიანის უფლებების სფეროდან დოკუმენტირებულ სხვადასხვა მასალებს ეყრდნობა.

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” აგრეთვე მონაწილეობა მიიღო კოალიციური ანგარიშების შედგენაში ორგანიზაცია “საფართან” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან” ერთად.“

ნათია გვიანიშვილი ILGA-World-ის დახმარებით გაეროში სხვადასხვა ქვეყნის პერმანენტულ მისიებს შეხვდა, რომლებთანაც "ვისგის" ჩრდილოვანი ანგარიშის რეკომენდაციებს ლობირებდა.

"ჩვენი ლობირების შედეგად საქართველომ 2015 წლის ნოემბერში, გაეროს პერიოდული მიმოხილვის სესიაზე მიიღო 10 რეკომენდაცია რომელიც ეხებოდა ლგბტ საკითხებს. აქედან დაეთანხმა 9-ს და მოინიშნა 1", - ამბობს ნათია გვიანიშვილი.

მისივე თქმით, ლგბტ საკითხებთან მიმართებაში ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის მექანიზმის  გაუმჯობესებას და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისთვის პოლიციაში სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას ლობირებდა ასევე EMC.

2016 წლის მარტში ისევ CoC Netherland-ის მხარდაჭერით ნათია გვიანიშვილი ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სესიას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა. ამ სესიაზე საქართველომ მიღებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით წარმოადგინა ანგარიში. მანამდე ასევე მისაწვდომი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლგბტ საკითხებზე მიღებული რეკომენდაციებს საქართველო დათანხმდა იმ წანამძღვარით, რომ „ისინი განხორციელდა ან ამჟამად ხორციელდება“.

შვედეთის რეკომენდაცია 118.10, რომელიც საქართველოს პირდაპირ მოუწოდებდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისთვის სპეციალიზებული განაყოფი შეექმნა პოლიციაში, საქართველომ მოინიშნა, მაგრამ ასევე წარმოადგინა ახსნა- განმარტება და ალტერნატიული გზა:

„ქვეყნის მასშტაბით დაფარვის, ასევე დატვირთვის (case load) და ამ ტიპის დანაშაულებზე ინტეგრირებული რეაგირების საჭიროების გათვალისწინებით, საქართველო მიიჩნევს, რომ პოლიციაში ერთი სპეციალიზებული ქვედანაყოფის შექმნა არ იქნება საკმარისი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წარმატებული გამოძიებისთვის. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს ვალდებულებას მოახდინოს იდენტიფიცირება, გასცეს შესაბამისი დავალება და გადაამზადოს პოლიციის სპეციალიზებული თანამშრომლები, ყველა რეგიონულ პოლიციის განყოფილებაში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისთვის.“ (A/HRC/31/15/Add.1; 118.10)

საინტერესოა, რომ საქართველო დათქმების გარეშე დათანხმდა ასევე შვედეთის რეკომენდაციას 118.2 ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის მექანიზმთან დაკავშირებით:

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში შევიდეს მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს და სხვა სანქციებს, რათა მათი გამოყენება შეძლოს სახალხო დამცველის აპარატმა დისკრიმინაციული ქმედებების შემთვევაში.“



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის