17 მაისის საქმეზე დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვა
23 03 2016

სააპელაციო სასამართლოში, 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით სასულიერო პირის, ირაკლი ბასილაიას და სხვების საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვა თქვეს. საქმეზე შემდეგი პროცესი, რომელზეც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოადგენენ, 2016 წლის 12 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. შემდეგ პროცესზე წარმოდგენილი იქნება აგრეთვე EMC-ის სასამართლო მეგობრის მოსაზრებაც.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ყველა იმ ვიდეო მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც ბრალდებულების: სასულიერო პირის, ირაკლი ბასიალიას და სხვების მონაწილეობას ადასტურებს 2013 წლის 17 მაისის აქციის ძალადობრივ დარბევასა და აქტივისტების მიკროავტობუსზე თავდასხმაში. დაცვის მხარის თქმით, კი ბრალდებულებს ლგბტ აქტივისტების აქცია არ დაურბევიათ, რადგან ვიდრე ბრალდებულები პოლიციის კორდონს გაარღვევდნენ, აქტივისტების აქცია უკვე დაშლილი იყო. დაცვის მხარე ითხოვს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვოს საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებულ სამ მოქალაქესა და ერთ სასულიერო პირს: ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილს – პროკურატურა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობრივად ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებული სამი მოქალაქე და ერთი სასულიერო პირი საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 23 ოქტომბერს უდანაშაულოდ სცნო.



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან