ვატიკანმა შეიძლება საქინეს შეწყალება მოითხოვოს
06 09 2010

ვატიკანმა შეიძლება დიპლომატიურად მიმართოს ირანს, ადიულტერისთვის სიკვდილმისჯილი ირანელი ქალის გადასარჩენად.

ვატიკანის ეს განცხადება, საქინე მოჰამადი აშთიანის შვილის, საჯად ყადერზადეს, იტალიური სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებულ თხოვნას მოჰყვა.

”ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება სიკვდილით დასჯის მიმართ კარგადაა ცნობილი, ჩაქოლვა კი სასიკვდილო განაჩენის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმაა”, – განაცხადა ვატიკანის წარმომადგენელმა ფედერიკო ლომბარდიმ.

იტალიას ირანთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ მოუწოდა თეირანს შეწყალებაზე დაფიქრდეს.

შაბათს ყადერზადემ განაცხადა, რომ ირანელმა მოსამართლემ დედამისს 99–ჯერ გამათრახება მიუსაჯა ”ხრწნისა და უწესობის გავრცელებისთვის” იმ ფოტოსურათის გამო, რომელიც ბრიტანულმა გაზეთმა გამოაქვეყნა და რომელშიც ქალი თავსაბურავის გარეშე იყო გადაღებული.

ფოტოსურათი 28 აგვისტოს გამოჩნდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ „Times“-მა საბოდიშო წერილი დაბეჭდა, სადაც ეწერა, რომ სურათი ქალბატონ აშთიანის არ ეკუთვნოდა.

წყარო:

http://www.bbc.co.uk/news/world-middle-east-11195287



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია