საბი ბერიანის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 25 მაისს გამოცხადდება
21 04 2016

მოკლული ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის საქმის განხილვა  25 მაისს, 16 საათზე გაიმართება. დღეს საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულ ლევან კოჭლოშვილის მხარეს მომხდარის შესახებ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვა, თუმცა მოსამართლე გიორგი ჩემიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროცესი გადადო.

პროკურატურამ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა 16 მარტს გამართულ პროცესზე წარმოთქვა. სახელმწიფო ბრალდების მხარემ 2015 წლის 7 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მართლმსაჯულების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე არაადეკვატურ და უსამართლო გადაწყვეტილებად შეაფასა.

ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს საკუთარ ბინაში მოკლეს. 2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლოშვილი ნაწილობრივ გაამართლა.

კოჭლოშვილს სხვისი ნივთის დაზიანებისა (საბი ბერიანის ბინაში ხანძრის გაჩენის) და ტრანსგენდერი ქალის ბიანკა შიგუროვას ცემისთვის ჯამურად 4 წელი პატიმრობა შეეფარდა. ბერიანის განზრახ მკვლელობაში სასამართლომ კოჭლოშვილი უდანაშაულოდ ცნო.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის