ქორწინების შესახებ ცესკომ მორიგი სარეფერენდუმო კითხვა გააუქმა, ძველი - ძალაში რჩება
05 07 2016

4 ივლისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი "გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?” გააუქმა.

სარეფერენდუმო საკითხი წარმოდგენილი იყო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, შემადგენლობით: ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა.

თუმცა ძალაში რჩება ცესკოს მიერ 12 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?" რეგისტრაციაში გატარდა.

შეგახსენებთ, ქორწინების თანაწორობასთან მიმართებაში ცესკოს უკვე დარეგისტრირებული აქვს სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?"



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება