2013 წლის 17 მაისის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ალბათობით დღეს გამოცხადდება
22 07 2016

დღეს, 15 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევაში ბრალდებული პირების პროცესი გაიმართება. მოსამართლე გერონტი კახეთელიძემ უკვე მოისმინა ბრალდების მხარის სიტყვა. დღევანდელ პროცესზე, დაცვის შესავალი სიტყვების მოსმენის შემდეგ კი მან გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.

დღევანდელ პროცესზე  "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარადგენს.

ბრალდების მხარე დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობს და საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებულ სასულიერო პირსა და სამ მოქალაქეს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ძალადობრივად ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლის საფუძველზე ბრალდებული სამი მოქალაქე და ერთი სასულიერო პირი გაამართლა.



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა