დებატები ერთსქესიანი წყვილების აღიარებისათვის
09 09 2010

გუშინ, ევროპის პარლამენტის წევრებმა, ინტერჯგუფის თავმჯდომარეების მაიკლ ქეშმანის, სოფი ინტ ველდის, ულრიკე ლუნაჩეკისა და რაულ რომევას ჩათვლით, განუცხადეს ევროპის კომისარს მართლმსაჯულების საკითხებში, ფუნდამენტურ უფლებებსა და მოქალაქეობაში, რომ მეტი უნდა გაკეთდეს, ევროკავშირის მასშტაბით ერთსქესიანი წყვილების მხარდაჭერისთვის.

ამჟამად, შეუღლებული * ან სამოქალაქო პარტნიორობაში** მყოფი წყვილები ხშირად კარგავენ მეურვეობის, ფისკალურ და საკონსულო უფლებებს, ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლისას - მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილების თავისუფლება ევროკავშირის კანონითაა დადგენილი. ევროპის პარლამენტის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს 2004 წლის გადაადგილების თავისუფლების დირექტივის აპლიკაციაში, ერთსქესიან წყვილებთან მიმართებაში არსებული ხარვეზების გამო და მოუწოდეს საგანგებო კომისარს ვივიენ რედინგს შეუღლებულ ან სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფი ჰომოსექსუალი წყვილებისთვის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გარანტია უზრუნველყოს

კომისარი რედინგი აცხადებს, რომ ”კანონში ცხადადაა განსაზღვრული, რომ ის ეწინააღმდეგება დისკრიმინაციას. თუ თქვენ ცხოვრობთ კანონით აღიარებულ ერთსქესიან პარტნიორობასა ან ქორწინებაში ერთ ქვეყანაში, მაშინ თქვენ გაქვთ უფლება - და ეს ძირეული უფლებაა - თქვენი და თქვენი პარტნიორის ეს სტატუსი, მეორე ქვეყანაში გადაიტანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირის კანონი ირღვევა.”

კომისარი დაადასტურა, რომ იგი ამჟამად მუშაობს ამ საკითხზე და ცდილობს უბიძგოს ეროვნულ მთავრობებს ევროკავშირის ეს კანონი დაიცვან. მან ასევე დასძინა: ” როდის მოხდება ეს? ახლა! და არა 5 ან 10 წლის შემდეგ. თუკი მთავრობები ამას გაგებით არ მოეკიდებიან, უფრო მკაცრი ზომების მიიღება”.

ევროპარლამენტის ლგბტ უფლებების უფლებების ინტერჯგუფის ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, ულრიკე ლუნაჩეკმა განაცხადა: ”ევროკავშირის მიერ მიღებული ფუნდამენტური უფლებები ყველა მოქალაქისათვის არის განკუთვნილი, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. ჩვენ გვჭირდება, რომ კომისარმა ეს საკითხი წინა პლანზე დააყენოს და არ ელოდოს, სანამ წევრი ქვეყნები ”ნელ-ნელა” ან ”ალბათ” დაიწყებენ იმის კეთებას, რის გაკეთებასაც მათ კანონი ავალდებულებს, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის”.

*: ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთსქესიანი ქორწინება დაკანონებულია: ბელგიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვედეთში. ასევე 12 სხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

**: ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობა კანონით ნებადართულია ავსტრიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, სლოვენიასა, და დიდ ბრიტანეთში. ასევე 24 სხვა ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო:

http://www.lgbt-ep.eu/press-releases/european-parliament-debates-recognition-of-same-sex-unions/



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან