მოსკოვის პრაიდის ორგანიზატორი დააკავეს
16 09 2010

ILGA-Europe წუხილს გამოთქვამს რუსეთში ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველების მიმდინარე დევნის გამო:

1. 2010 წლის 15 სექტემბერს, ნიკოლაი ალექსეევი, გამოჩენილი ადამიანის უფლებათა აქტივისტი, დაკავებულ იქნა რუსეთის ხელისუფლების მიერ, რომელიც მოითხოვდა, რომ მას უკან გამოეტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან. საჩივარი ეხება ლგბტი ადამიანების თავშეყრის თავისუფლების სისტემატიურ დარღვევებს.

2. ამავე დღეს, Queer Culture Festival-ის გახსნა სანქტ-პეტერბურგში, ჩაიშალა და მთელ ფესტივალს მოხსნის საშიშროება ემუქრება, ქალაქის ადმინისტრაციის რეკომენდაციით, სადაც ფესტივალი აღწერიალია, როგორც ”ჰომოსექსუალობის პროპაგანდა”

ILGA-Europe ინარჩუნებს კონტაქტს ადგილობრივ აქტივისტებთან, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნიკოლაი ბრიუსელის დროით 12:00 საათზე ჯერ კიდევ პატიმრობაშია. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება წინასწარ გრძნობს საკუთარ დამამცირებელ დამარცხებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და იყენებს სასოწარკვეთილ მეთოდებს როგორიცაა: დაშინება, მუქარა და თავისუფლების აღკვეთა, ამგვარი შედეგის თავიდან ასაცილებლად.

წყარო: www.ilga-europe.org



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"