English
სიახლეები
სტატიები
თვალსაზრისი
ინტერვიუ
ბიოგრაფიები
ბლოგი
ანიკოს ბლოგი
ტრანს ამბები
ნიას ბლოგი
საფოს დღიურები
ნუკრის ბლოგი
სქაიფოლის ჩანაწერები
სანდროს ბლოგი
კამპანიები
ქვიარ დები
16 დღე
ტრანს
ქამინგ-აუთ
ფემინისტური
დიალოგი
გენდერი &
სექსუალობა
ხელოვნება
ლიტერატურა
კინო
მუსიკა
პოდკასტები
მხატვრობა/ფოტოგრაფია
ფოტო
27 12 2019
ფოტო
https://lesbi.ge/s/8xh/
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
26 11 2019
ფოტო
https://lesbi.ge/s/auj/
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"გრადაცია" WISG-ის და არტისტ უტა ბექაიას პირველი ერთობლივი ინსტალაციაა, რომელიც ტრანს ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. აუდიო და ვიდეო ჩანაწერებში მონაწილეობენ ტრანსფემინისტი აქტივისტები და ჩვენი დები: ამანდა, გაბი, თაკო და ნატა. ინსტალაციის ყველა ავტორსა და მონაწილეს გვაერთიანებს ტკივილი, რომელიც გასულ წლებში მოკლულ დებს კიდევ დიდხანს გაგვახსენებს, მაგრამ ასევე მიზანი - მივაღწიოთ ტრანსფობიისგან თავისუფალ ქვეყანასა და საზოგადოებაში ცხოვრებას! მხარდაჭერისთვის უღრმესი მადლობა: Propaganda.network-ს. #ტრანსხსოვნისდღე #TDOR
11 06 2019
ფოტო
https://lesbi.ge/s/27k/
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
21 12 2018
ფოტო
https://lesbi.ge/s/kay/
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
20 04 2018
ფოტო
https://lesbi.ge/s/x6z/
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ინტერსექსი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგ ადგილას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებითაც ვერ სარგებლობენ. იქ, სადაც შეუწყნარებლობის შიშით ადამიანები ჩუმად არიან, ფოტოგრაფმა რობინ ჰამონდმა (Robin Hammond) ფოტოპროექტი "სადაც სიყვარული აკრძალულია" განახორციელა. პროექტში ლგბტი ადამიანები დისკრიმინაციისა და გადარჩენის ისტორიებს უზიარებენ მაყურებელს.
11 04 2018
ფოტო
https://lesbi.ge/s/w6h/
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვისგმა" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 16 მაისს ლიტერატრულ კაფე "ნოველაში" გამოფენა-ინსტალაციას "ჰომოფობიის ლაბირინთი – labyrinth of homophobia" უმასპინძლა.
‹‹
‹
1
›
››
პოპულარული
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
Facebook
Twitter
Tweets by WISG_
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვისგმა" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 16 მაისს ლიტერატრულ კაფე "ნოველაში" გამოფენა-ინსტალაციას "ჰომოფობიის ლაბირინთი – labyrinth of homophobia" უმასპინძლა.
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის