ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
11 04 2018

"ვისგმა" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 16 მაისს ლიტერატრულ კაფე "ნოველაში" გამოფენა-ინსტალაციას "ჰომოფობიის ლაბირინთი – labyrinth of homophobia" უმასპინძლა.

გამოფენის მთავარი მიზანი იყო, შეეხსენებინა დამთვალიერებლებისთვის თუ როგორ პირობებში უწევთ ლგბტი და ქვიარ ადამიანებს ცხოვრება, როგორია მათი ყოველდღიურობა ჰომ/ბი/ტრანსფობიურ გარემოში. გამოფენა-ინსტალაციის ერთ-ერთ სივრცეს ჰომოფობიური გვირაბი ერქვა. ეს იყო ჰომოფობური სივრცე მათთვის, ვინც ჯერ არ იცის, თუ რა მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობამ.

გამოფენა-ინსტალაციის მეორე სივრცე კი იმ მხარდაჭერის და სოლიდარობის სიმბოლო იყო, რომელსაც ლგბტი და ქვიარ ადამიანები და მათი მოკავშირეები უცხადებენ ერთმანეთს და რომლის გარეშეც თანასწორობა ვერ მიიღწევა.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია