: დათო ქორიძის ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
26 11 2019

"გრადაცია" ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ("WISG) და მულტიმედია არტისტ უტა ბექაიას პირველი ერთობლივი ინსტალაციაა, რომელიც ტრანს ხსოვნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
აუდიო და ვიდეო ჩანაწერებში მონაწილეობენ ტრანსფემინისტი აქტივისტები და ჩვენი დები: ამანდა, გაბი, თაკო და ნატა.
ინსტალაციის ყველა ავტორსა და მონაწილეს გვაერთიანებს ტკივილი, რომელიც გასულ წლებში მოკლულ დებს კიდევ დიდხანს გაგვახსენებს, მაგრამ ასევე მიზანი - მივაღწიოთ ტრანსფობიისგან თავისუფალ ქვეყანასა და საზოგადოებაში ცხოვრებას!
მხარდაჭერისთვის უღრმესი მადლობა Propaganda.network-ს.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან