: პერფორმანსი "ღამე და დღე"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
27 12 2019

"ღამე და დღე" იმპროვიზაციული ტრანს პერფორმანსია, რომელიც საქართველოში ტრანს თემის და არტისტ მარეიკე ვენცელის თანამშრომლობით შეიქმნა.

წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს.

მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.

ტრანს თემისთვის მარეიკესთან მუშაობა უნიკალური გამოცდილება აღმოჩნდა. პერფორმანსის სიუჟეტი და მითოლოგიური პერსონაჟები მონაწილეებმა ერთობლივად დაამუშავეს, როგორც პერფომანსის თანაავტორებმა. მათ ტრანს თემის ყოველდღიური ცხოვრება, იმპროვიზაციული და ინტერაქციული ელემენტების უხვი გამოყენებით, ჯერ რელობიდან სცენაზე გადაიტანეს, შემდეგ კი სცენიდან რეალობას დაუბრუნეს.

"ღამე და დღე"-ს პირველი წარმოდგენა 2018 წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანისთვის მოეწყო. განმეორებითი წარმოდგენა კი, ნაწილობრივ განახლებული შემოადგენლობით, 2019 წელს - ტრანს ხილვადობის საერთაშორისო დღის აღსანიშნად შედგა.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება