: ილუსტრაცია: სტავროგინა
ტრანს აუდიო გასეირნება
31 01 2021

ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენი ყოველდღიური რუტინების ქალაქი, ყოველდღიური ქუჩების და ცხოვრების განმეორებადი ადგილების. ვფიქრობთ, რომ ამ ადგილებს ვიცნობთ კარგად და სხვებისგანაც მოველით, რომ ისინიც ისე ხედავენ, განიცდიან და ცხოვრობენ ამ ადგილებს, როგორც ჩვენ, მაგრამ პერსპექტივები განსხვავებულია. ქალაქი სავსეა წინაამდეგობრივი გამოცდილებებით და მასში მცხოვრებთა ნაკვალევებით.

ეს არ არის გასეირნება ქალაქის იდუმალი ადგილების აღმოსაჩენად, ეს არის მცდელობა დათმო საკუთარი ხედვები და სურათ-ხატები, და მიყვე სხვის თხრობას, რომ დაინახო, რამდენად ემთხვევა ან არ ემთხვევა ქალაქის რუკაზე შენ მიერ მონიშნული ნაცნობი ადგილები სხვებისას, რას იხსენებ შენ ამ ადგილების შესახებ, რომლებზეც ისინი საკუთარი ცხოვრებიდან გიყვებიან, რამდენად გავს ჩვენ მიერ შედგენილი ქალაქის რუკები ერთმანეთს?

"ტყის ვარდი - ტრანს აუდიო გასეირნება" არტისტ მარაიკე ვენცელის იდეით და ტრანს აქტივისტების თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც 2018 წელს ტრანს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო.

აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."

ტრანს აუდიო გასეირნების მონაწილეებს 4 გიდი შედგენილ მარშრუტზე, ქალაქის ერთ ნაწილში მიუძღვება. თქვენ მათ მოუსმენთ, მაგრამ ვერ დაინახავთ, ისევე, როგორც ხშირად თქვენთვის უხილავია მათი ცხოვრება და ბრძოლა.

"ტყის ვარდის" პირველი გასეირნება 2019 წლის 20 ნოემბერს, ტრანს ხსოვნის საერთაშისო დღეს მიეძღვნა. მას შემდეგ პროექტი რამდენჯერმე გამეორდა და ახალ აუდიტორიებს მიწვდა, ონლაინ და ფიზიკურ სივრცეებში.

ტრანს აიდიო გასეირნება ასევე საფუძვლად დაედო WISG-ის და მარაიკე ვენცელის მომავალ ონლაინ პროექტს, რომელსაც საზოგადოებას 2021 წელს წარვუდგენთ.

მარაიკე ვენცელი, არტისტი და რეჟისორია, რომელიც მოღვაწეობს ბერლინსა და თბილისს შორის. მარაიკე "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) რამდენიმე კოლაბორაციული სახელოვნებო პროექტის ავტორია.

იდეა და კონცეფცია: მარეიკე ვენცელი.
მონაწილეობენ: გაბი, იულია, ნატა, თაკო და ვოვა.
პროექტის კოორდინატორი: ნატალია მჭედლიშვილი.
ხმის დიზაინი: ანა ჯიქია.
ინტერვიუები მოამზადეს: ნინო კალანდიამ, ნინო ხარჩილავამ, მარაიკე ვენცელმა.
სიმღერების ავტორი: ვოვა.
განსაკუთრებული მადლობა ეკატერინე გეჯაძეს და ნინო გოგუას.
პროექტი: "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"(WISG)



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"