: ილუსტრაცია: სალომე ჟვანია
ეპიზოდი 01: სექსუალობა და რეპროდუქცია MAD MEN-ში.
13 08 2021

პოდკასტის პირველი ეპიზოდი შეეხება სექსუალობას, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს სერიალ Mad Men-ში. ამ ეპიზოდში მიმოხილულია, თუ როგორ და რატომ იყენებენ ან არ იყენებენ სერიალის ქალი პერსონაჟები სექსუალობას მათი პროფესიული მიზნების მისაღწევად, როგორია მათი ისტორიის განვითარება იმ პირობებში, როცა სერიალში მოქმედება ფემინიზმის ე.წ. მეორე ტალღის დასაწყისის პერიოდში ვითარდება, როცა აბორტის სერვისი ჯერ ლეგალური არ არის, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სულ რამდენიმე თვის დაშვებულია გაყიდვაში, ქალები მხოლოდ ახლა იწყებენ სამსახურებში გასვლას, სადაც ყოველღიურად განიცდიან სექსუალურ შევიწროებას და ძალადობას.

ეპიზოდის სტუმარია ანა ილურიძე, სექსუალობის და გენდერის მკვლევარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პოდკასტი შეიცავს სპოილერებს.

Soundcloud

Spotify

ქალები სერიალებში და სერიალებზე
ეს არის ელენე ქაიხოსროშვილის საავტორო პოდკასტი იმაზე, თუ როგორ გვწერენ და გვიღებენ ქალებს ეკრანებისთვის. პოდკასტის ფარგლებში, სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორები არიან ქალები, რომლებსაც სერიალებში ვხედავთ, რა იდენტობები აქვთ, რას გამოხატავენ და რის სიმბოლოებად იქცევიან, რატომ გვიყვარდება ან არ გვიყვარდება ისინი, რას ველით მათგან და რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ზოგი მათგანი მაინც გვგავდეს. პოდკასტში განხილული იქნება სერიალების ქალი პერსონაჟები, ამ პერსონაჟებისთვის შექმნილი ისტორიები, მათი პოლიტიკური მნიშვნელობა და უმნიშვნელობაც.


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის