: ილუსტრაცია: სალომე ჟვანია
ეპიზოდი 02: ელენე და ანა საუბრობენ "გოგოებზე".
08 09 2021

პოდკასტის მეორე ეპიზოდში განხილულია HBO-ს სერიალი GIRLS* (2012 - 2017), კერძოდ:

  • რატომ ქვია სერიალს ზრდასრულ ქალებზე "გოგოები", რა ქვეტექსტს გვთავაზობს ეს სათაური სერიალზე და მის ქალ პერსონაჟებზე? ზოგადად, რატომ ვეძახით ზრდასრული ქალები ჩვენ თავებს "გოგოებს" და როდის გავხდებით საზოგადოებისთვის "ქალები"?

  • შეგვიძლია თუ არა განვიხილოთ ეს სერიალი ფემინისტურად? ზოგადად, რას ნიშნავს და როგორია/უნდა იყოს ფემინისტური სერიალი?

  • რატომ მოხდა ისე, რომ სერიალის ქალმა პერსონაჟებმა ვერ შეძლეს ერთმანეთისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცის შექმნა და რა კავშირშია ეს პერსონაჟების თაობისთვის (მილენიალებისთვის) კვლევებით დადასტურებულ მახასიათებლებთან?[1] რა გავიგეთ ამ სერიალიდან ქალურ მეგობრობაზე?

  • ეპიზოდში ასევე განხილულია, თუ რა გავლენა მოახდინა სერიალში კაცის მზერის (ე.წ. male gaze) არარსებობამ მის ვიზუალურ მხარეზე, ასევე, რა როლი შეასრულა სერიალის მთავარი პერსონაჟის სიშიშვლემ ქალის სხეულების მრავალფეროვნების ნორმალიზებაში ეკრანზე.

პოდკასტის ეპიზოდის სტუმარია ანა ნიკოლაძე, სერიალების მოყვარული, მწერალი და აქტივისტი.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპიზოდი შეიცავს სერიალის სპოილერებს.

Soundcloud

Spotify


[1] პოდკასტში გაჟღერებული კვლევების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Brp6Ot წყარო ბოლოს ნანახია 08.09.2021.


ქალები სერიალებში და სერიალებზე
ეს არის ელენე ქაიხოსროშვილის საავტორო პოდკასტი იმაზე, თუ როგორ გვწერენ და გვიღებენ ქალებს ეკრანებისთვის. პოდკასტის ფარგლებში, სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორები არიან ქალები, რომლებსაც სერიალებში ვხედავთ, რა იდენტობები აქვთ, რას გამოხატავენ და რის სიმბოლოებად იქცევიან, რატომ გვიყვარდება ან არ გვიყვარდება ისინი, რას ველით მათგან და რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ზოგი მათგანი მაინც გვგავდეს. პოდკასტში განხილული იქნება სერიალების ქალი პერსონაჟები, ამ პერსონაჟებისთვის შექმნილი ისტორიები, მათი პოლიტიკური მნიშვნელობა და უმნიშვნელობაც.


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი