: ილუსტრაცია: სალომე ჟვანია
ეპიზოდი 03: ელენე და ნათია საუბრობენ "მისის ამერიკაზე".
21 10 2021

პოდკასტის მესამე ეპიზოდის სტუმარია ფემინისტი და ლგბტ აქტივისტი ნათია გვიანიშვილი. მასთან საუბარში, განვიხილავთ ამერიკულ სერიალს "მისის ამერიკა" (Mrs. America) და შემდეგ საკითხებს:

  • რას გულისხმობს თანასწორუფლებიანობის შესწორება (ERA), რომელიც სერიალში ასახული აქტივიზმის ეპიცენტრია;
  • რატომ არ მოეწონათ რეალური ისტორიის მთავარ გმირებს სერიალის პერსპექტივა და რატომ თვლიან, რომ სერიალი არ ასახავს სწორად და სრულად მომხდარ მოვლენებს, ასევე, რა მოხდა სინადვილეში;
  • როგორ წარმოაჩენს სერიალი რეპროდუქციული უფლებების აქტივიზმს, რას გულისხმობს Roe v. Wade გადაწყვეტილება და რატომ არის აშშ-ში აბორტის ლეგალურობის საკითხი მნიშვნელოვანი დანარჩენი მსოფლიოსთვის;
  • როგორ ასახა სერიალმა ქალების განმათავისუფლებელი მოძრაობის სტრატეგიაში ქვიარ ქალების უფლებების ინტეგრირების მტკივნეული პროცესი;
  • რატომ გახდა ფილის შლაფლი საინტერესო პერსონაჟი, როგორ შეძლო კონსერვატორი ქალების გაერთიანება და რა შიშები ამოძრავებდა მის მხარდამჭერებს ERA-ს წინააღმდეგ ბრძოლაში.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპოზიდი შეიცავს სერიალის სპოილერებს.

Soundcloud

Spotify

ქალები სერიალებში და სერიალებზე
ეს არის ელენე ქაიხოსროშვილის საავტორო პოდკასტი იმაზე, თუ როგორ გვწერენ და გვიღებენ ქალებს ეკრანებისთვის. პოდკასტის ფარგლებში, სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორები არიან ქალები, რომლებსაც სერიალებში ვხედავთ, რა იდენტობები აქვთ, რას გამოხატავენ და რის სიმბოლოებად იქცევიან, რატომ გვიყვარდება ან არ გვიყვარდება ისინი, რას ველით მათგან და რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ზოგი მათგანი მაინც გვგავდეს. პოდკასტში განხილული იქნება სერიალების ქალი პერსონაჟები, ამ პერსონაჟებისთვის შექმნილი ისტორიები, მათი პოლიტიკური მნიშვნელობა და უმნიშვნელობაც.


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია