: ილუსტრაცია: სალომე ჟვანია
ეპიზოდი 04: ელენე და ლიკა საუბრობენ "სექსუალურ განათლებაზე"
16 11 2021

პოდკასტის მეოთხე ეპიზოდის სტუმარია ლიკა ბარაბაძე, გეშტალტ თერაპევტი და ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი, რომელთან ერთადაც განვიხილავთ ბრიტანულ სერიალს Sex Education.

ეპიზოდის ფარგლებში განხილულია, თუ რა განასხვავებს ამ სერიალს მსგავსი ჟანრის (თინეიჯერული დრამა) სხვა ფილმებისა და სერიალებისგან, მაგალითად, სექსუალობასთან დაკავშირებული პოზიტიურობა და გოგო/ქალი პერსონაჟების სექსუალური აგენტობა, მათი ობიექტივაციის ნაცვლად.

ეპიზოდში ასევე განხილულია თანხმობა ურთიერთობებში, როგორც სერიალში ასახული ურთიერთობების ცენტრალური ღირებულება, სექსუალური შევიწროება, მისი შესაძლო გავლენები გოგოების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ასევე, სოლიდარობა, როგორც სირთულეების უმტკივნეულოდ გადალახვის იარაღი.

Soundcloud

Spotify

ქალები სერიალებში და სერიალებზე
ეს არის ელენე ქაიხოსროშვილის საავტორო პოდკასტი იმაზე, თუ როგორ გვწერენ და გვიღებენ ქალებს ეკრანებისთვის. პოდკასტის ფარგლებში, სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორები არიან ქალები, რომლებსაც სერიალებში ვხედავთ, რა იდენტობები აქვთ, რას გამოხატავენ და რის სიმბოლოებად იქცევიან, რატომ გვიყვარდება ან არ გვიყვარდება ისინი, რას ველით მათგან და რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ზოგი მათგანი მაინც გვგავდეს. პოდკასტში განხილული იქნება სერიალების ქალი პერსონაჟები, ამ პერსონაჟებისთვის შექმნილი ისტორიები, მათი პოლიტიკური მნიშვნელობა და უმნიშვნელობაც.


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი