: ილუსტრაცია: სალომე ჟვანია
ეპიზოდი 05: ელენე და ანა საუბრობენ "მოახლეზე"
20 12 2021

პოდკასტის მეხუთე ეპიზოდში განხილულია Netflix-ის სერიალი, "მოახლე" (MAID). ეპიზოდის სტუმარია, გენდერის მკვლევარი და ქალთა უფლებების აქტივისტი, ანა ლობჟანიძე.

ეპიზოდში განხილულია შემდეგი საკითხები სერიალის კონტექსტში:

  • ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ფარული ფორმები და ასეთი ძალადობისგან თავის დაღწევის ბარიერები;
  • ძალადობის მსხვერპლებისთვის საჭირო სახელმწიფო სერვისებისა და მხარდამჭერი ადამიანების მნიშვნელობა, ძალადობისგან თავის დაღწევის პროცესში და მათი ნაკლოვანებების შედეგები;
  • რატომ ბრუნდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები ძალადობრივ გარემოში ხშირად?
  • რატომ არის რისკის შემცველი უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან ურთიერთობაში შესვლა;

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეპიზოდი შეიცავს სპოილერებს!

**თუ თქვენზე, ან თქვენს ახლობელზე ოჯახში ძალადობენ, არსებობს სახელმწიფო სერვისები, მათ შორის თავშესაფრით უზრუნველყოფა, რომელიც შეგიძლიათ მოითხოვოთ ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზზე: 116 006;

ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზს ნომერზე: 1481.

Soundcloud

Spotify



ქალები სერიალებში და სერიალებზე
ეს არის ელენე ქაიხოსროშვილის საავტორო პოდკასტი იმაზე, თუ როგორ გვწერენ და გვიღებენ ქალებს ეკრანებისთვის. პოდკასტის ფარგლებში, სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორები არიან ქალები, რომლებსაც სერიალებში ვხედავთ, რა იდენტობები აქვთ, რას გამოხატავენ და რის სიმბოლოებად იქცევიან, რატომ გვიყვარდება ან არ გვიყვარდება ისინი, რას ველით მათგან და რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ზოგი მათგანი მაინც გვგავდეს. პოდკასტში განხილული იქნება სერიალების ქალი პერსონაჟები, ამ პერსონაჟებისთვის შექმნილი ისტორიები, მათი პოლიტიკური მნიშვნელობა და უმნიშვნელობაც.


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება