ამბავი მითის უკვდავებასა და მარადისობაში დაბრუნებულ ფენიქსზე
Eartheater-ისთვის ეს სახელი მრავლისმომცველი შინაარსის მატარებელი აღმოჩნდა, რომელიც როგორც ჭიებს, ასევე დესტრუქციულ იმპულსებსა და ღვთაებრივ ძალებს აერთიანებდა. ხშირად, სცენაზე და ვიდეოებში, ალექსანდრა დრევჩინი გროტესკულად ხლართავს სხეულს და ორობორის - ქვეწარმავლის, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს - მსგავსი ფორმის მიღებას ცდილობს, რაც მისი თქმით, საკუთარი გრძნობების უფრო ღრმად წვდომაში უწყობს ხელს. მისი შემოქმედების ცენტრალური კომპონენტი სწორედ ამგვარი მოქნილობაა, რომლის საშუალებითაც, ის განსაცვიფრებლად ახერხებს ფოლკის, ელექტრონული, კლასიკური და პოპ მუსიკის ელემენტების ერთმანეთში გადახლართვას. ალექსანდრასთვის, რომელიც მულტი-ინსტრუმენტალისტი არტისტი და სამ ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონის მქონე მომღერალია, განსაკუთრებით საინტერესო იმის შესწავლა აღმოჩნდა, თუ როგორ შეიძლება ქალის ხმამ მუსიკალურ ენაში არსებული კონვენციები შეცვალოს.
პატარა ტრაგედიების შესახებ ამღერებული ტროპიკული ჩიტები
კოლიბრი  პატარა, მაგრამ ამაყი ტროპიკული ჩიტია, რომელიც სხვა ფრინველებისაგან იმით განსხვავდება, რომ დაბლა დაფრინავს და სიმღერა არ გამოსდის. რაც შეეხება პეტერბურგელ კოლიბრებს, ხალხში, ქალების ამ უჩვეულო კოლექტივის ბიოგრაფიის შესახებ ცნობები,  ფაქტებზე მეტად, ლეგენდების სახით უფრო ვრცელდებოდა. კვარტეტის ინტერვიუებიც, როგორც წესი, აბსურდულად ჟღერდა, საიდანაც რთული იყო მათ შესახებ დასკვნების გამოტანა. ერთ დროს, Колибри-ზე ასეთი მითიც კი არსებობდა, რომ თითქოს ქალები, როკ-ჯგუფ Аквариум-ის წევრების ცოლები იყვნენ. ერთი რამ ცხადია: საბჭოთა კავშირის მასშტაბით, კოლიბრის მსგავსი პროექტი, სადაც შემოქმედებით პროცესს ქალები წარმართავდნენ და რომელიც ფემინურობის სრულიად ახალ პერსპექტივას სთავაზობდა მსმენელს, პირველი იყო. Колибри-ის უდიდეს დამსახურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ პოსტ-საბჭოთა პერიოდში, ქალი როკ მუსიკოსებისათვის გზის გაკვალვა.
გამოაშკარავდა, რომ შეერთებული შტატების მემარჯვენე დაჯგუფებებმა მსოფლიოს გარშემო 280 მილიონი დოლარი "შავი ფული" დახარჯეს
შეერთებული შტატების მემარჯვენე, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირში მყოფმა, არაერთმა ჯგუფმა სულ მცირე 280 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 'შავი ფული" დახარჯა ქალებისა და ლგბტქი ადამიანების უფლებების წინააღმდეგ კამპანიების გასაძლიერებლად, აცხადებს openDemocracy. ორგანიზაციებმა, რომელსაც დონალდ ტრამპის რამდენიმე ყველაზე ხმამაღალი მოკავშირე და მხარდამჭერი უძღვება, ზრდადი ოდენობის თანხა დახარჯა მსოფლიოს გარშემო უცხო ქვეყნების კანონებსა, პოლიტიკაზე და საჯარო აზრზე გავლენის მოხდენისა და სქესობრივი და რეპროდუქციულ უფლებების წინააღმდეგ გალაშქრების მიზნით.


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება