ავღანეთისთვის ობამა ბუშზე უკეთესი არ არის
06 10 2010

ოტავა - მალალი ჯოია, ადამიანის უფლებათა აქტივისტი და ავღანეთის ყოფილი პარლამენტის წევრი, ამბობს, რომ ობამას პოლიტიკა ავღანეთთან დაკავშირებით ისეთივე ცუდია, როგორც მისი წინამორბედის - ჯორჯ ბუშის.

მისი თქმით, ობამას მიერ ავღანეთში ჯარების შემოყვანამ, რიგითი ავღანელების მდგომარეობა გააუარესა.

ჯოიას განცხადებით, მაშინ, როცა კანადამ დიდი ხანია გაამახვილა ადამიანის უფლებათა (განსაკუთრებით ქალების) დაცვის საჭიროებაზე, NATO-ს მიერ დაწყებული ომი ქალებს არაფრით დახმარებია.

”კანადაში დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი. ვისაუბრე ავღანეთში მიმიდანრე ტრაგედიასა და თამაშზე, რომელსაც ა.შ.შ. და მისი მოკავშირეები თამაშობენ ჩემი წამებული ერის ბედით. ერთი წელი გავიდა და მე ძალიან ვწუხვარ, რომ არაფერი დადებითი და საიმედო არ მაქვს, რათა წარმოგიდგინოთ,”- დასძინა მან.

ჯოიას თქმით ობამას გადაწყვეტილება ავღანეთში მეტი ჯარი შეიყვანოს, შედეგს არ გამოიღებს.

”დემოკრატია ოკუპანტ ჯარებსა და ნაღმებს არ მოაქვს.”

ერთადერთი გამოსავალი, ქვეყანაში თვითონ ავღანელების მიერ დაყარებული დემოკრატიაა.

წყარო:http://www.rawa.org/temp/runews/2010/10/06/afghan-women-s-rights-leader-says-obama-no-better-than-bush.html



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"