რეიკიავიკის მერი: ჰომოფობებს კი არ ეშინიათ, ისინი უბრალოდ ნაძირლები არიან
20 11 2012

რეიკიავიკის მერმა, იონ გნარრმა, რომელიც დიდი ხანია უკვე თანასწორობის აქტიური ადვოკატია, ინტერნეტში განცხადება გააკეთა პარიზში ცოტა ხნის წინ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელიც გეი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას ეწინააღმდეგებოდა.

ბატონმა გნარმა საპროტესტო აქციის ბმული გააზიარა, და მას მარტივი განცხადება დაურთო: „ ჰომოფობია ფობია არ არის. მათ არ ეშინიათ. ისინი უბრალოდ ნაძირლების ხროვას წარმოადგენენ.“

გასულ შაბათს, 70.000–100.000 ადამიანმა მოიყარა თავი პარიზის ქუჩებში, თუმცა დემონსტრაციები ტულუზში, ლიონსა და მარსელშიც მიმდინარეობდა. პროტესტის მონაწილეებს ვარდისფერი და ცისფერი გასაბერი ბუშტები ეჭირათ და ჰქონდათ პოსტერები წარწერით „pro-marriage, not anti-gay” (მხარს ვუჭერ ქორწინების შენარჩუნებას, მაგრამ არ ვერჩი გეებს).

7 ნოემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ჰოლანის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ერთსქესიან წყვილებს ქორწინებისა და შვილად აყვანის საშუალება მიეცემათ.

რეიკიავიკში, 2010 წელს ერთსქესიანი ქორწინების შემოღებას ძალიან ცოტა წინააღმდეგობა ჰქონდა და პარლამენტმა შესაბამისი კანონმდებლობა ერთსულოვნად მიიღო. ეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქორწინების თანასწორობის კანონი პარლამენტში წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს. გასულ აგვისტოს, სანამ Pussy Riot–ის ვერდიქტი გახდებოდა ცნობილი, რეიკიავიკის მერმა ბატონმა გნარრმა, ვარდისფერი კაბა ჩაიცვა და ჯგუფის მუსიკაზე იცეკვა რეიკიავიკის გეი პრაიდ ფესტივალზე.

წყარო:http://www.pinknews.co.uk/2012/11/18/mayor-of-reykjavik-homophobes-arent-scared-theyre-just-assholes/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან