ტრანსინკლუზიურ ფემინიზმზე, ანუ "შეიძლება კაცი ფემინისტი იყოს?"
02 12 2015
როგორც ადამიანი, რომელიც არც კაცია და არც ქალი, ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ ფემინიზმის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე. უფრო ზუსტად, ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ ზეწოლას განვიცდი, იდენტიფიცირება მოვახდინო, როგორც ქალმა, მხოლოდ იმიტომ, რომ სექსიზმისა და მიზოგინიის გამოცდილება, რაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში დამიგროვდა, ლეგიტიმური გახდეს.
მაინტერესებს: როგორ მივაღწიეთ იქამდე, რომ ფემინიზმი, როგორც მხოლოდ ქალების სივრცე, ისე განიხილება? როგორ მოხდა, რომ ფემინიზმი მთელ ყურადღებას ჩვენს იდენტობებს აქცევს და არა - ჩვენს პოლიტიკას?
ტრანს ინკლუზიური ფემინიზმი ის არაა, რასაც სისგენდერი ქალები აკეთებენ იმის კონტროლით, თუ ვის შეუძლია გენდერულ ძალადობაზე ლაპარაკი და ვის - არა. ტრანს ინკლუზიური ფემინიზმი არაა მხოლოდ იმ ბინარული ტრანს ქალების მოცვა, რომლებიც აკმაყოფილებენ ნორმატიულ კონვენციებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს, იქცეოდეს და საუბრობდეს ქალი და როგორი უნდა იყოს ძალადობის გამოცდილება. ტრანს ინკლუზიური ფემინიზმი არაა ტრანს და გენდერულად არა კონფორმული ადამიანების იძულება, თავიანთი იდენტობები და გამოცდილებები "ქალის" რუბრიკის ქვეშ გაუშვან, თორემ სხვა შემთხვევაში მათი, როგორც "კაცების", უარყოფა მოხდება. ტრანს ინკლუზიური ფემინიზმი არ ჰგავს გენდერული ბინარულობის გამყარებას იმ იდეის შენარჩუნებით, რომ ყველა ქალი მსხვერპლია, ყველა კაცი კი - მოძალადე. ის არ ჰგავს გენდერის სხეულებამდე დაყვანას, ის არ ჰგავს ადამიანების ისტორიების ვარაუდს იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გამოიყურებიან ისინი, საერთოდაც ის არ ჰგავს იმას, რომ ვინმეს მოსთხვო, რაიმენაირად გამოიყურებოდეს.
"შეუძლიათ თუ არა კაცებს, ფემინისტები იყვნენ?" - ის, რომ სისგენდერული ფემინიზმი ამ შეკითხვითაა მოცული, მეინსტრიმ ფემინიზმის ტრანსმიზოგინიურ/ბინარისტული მიდგომის მანიშნებელია. არაფერი სენსაციური და განსაკუთრებული არ უნდა იყოს იმაში, რომ კაცები ფემინისტებად იდენტიფიცირდებიან.
სის ფემინიზმი აგრძელებს "მასკულინურობის და პატრიარქალური ძალის დაკავშირებას იმ სხეულებთან, რომლებიც მათთვის "კაცებისად" ითვლება. სის ფემინიზმი განაგრძობს პენისისა და ძალაუფლების ერთმანეთთან დაკავშირებას, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მასკულინური ან ძალადობრივი არ დევს თავიდანვე პენისში. სის ფემინიზმი განაგრძობს სხეულის კოლონიალისტური პოლიტიკის გატარებას და დავყავართ ჩვენს გენიტალიებამდე, დავყავართ ჩვენს სხეულებამდე, ნაცვლად იმისა, რომ განამტკიცოს სივრცე ყველა იმ გამოცდილებისთვის, ყველა იმ ძალადობრივი პრაქტიკისთვის, რომელიც ჩვენი გენდერების გამო გამოგვიცდია საკუთარ თავებზე, იმის გამო, რომ ჩვენი ფემინურობა ვაღიარეთ და მოვიწონეთ სივრცე, რომელიც მოიცავს ჩვენს კომპლექსურობას, რაც ჩვენი გარეგნობით არ ჩანს.
პირადად: ფემინიზმში გამჯდარი გენდერული ბინარულობა სივრცეს არ მიტოვებს იმ გამოცდილებებზე ვილაპარაკო, რომლებიც სისგენდერი თეთრი ქალების მხრიდან ჩემზე გენდერულ ძალადობას შეეხება, არ მიტოვებს სივრცეს იმაზე სალაპარაკოდ, რომ მიუხედავად ექიმის სიტყვებისა, ბიჭიაო, მთელი ბავშვობის განმავლობაში სასტიკად მექცეოდნენ ჩემი გენდერული არაკონფორმულობის გამო, არ მიტოვებს სივრცეს იმ ბინარულ ტრანს ქალებზე სალაპარაკოდ, რომლებიც უარმყოფენ, როგორც კაცს, იმიტომ, რომ არ ვიპარსავ.
რატომაა აუცილებელი, რომ "მოგვიცვას" იდეოლოგიამ, რომელიც ამდენი ჩვენგანის გენდერს აიგნორებდა და აიგნორებს? რა მოხდება, რომ ამის ნაცვლად რაღაც სრულიად განსხვავებული შევქმნათ .
ტრანს ფემინიზმი აღიარებს, რომ ადამიანებისთვის გენდერის მინიჭება მათი თანხმობის გარეშე არის გენდერული ძალადობა. ტრანს ფემინიზმი აღიარებს, რომ არ არის საჭირო, ქალი იყო, რათა გერქვას ფემინისტი, რადგან არ არის აუცილებელი, ქალი იყო, რომ სექსიზმს და ტრანსმიზოგინიას განიცდიდე. ტრანს ფემინიზმი არ აღიქვამს "ფემინურობასა" და "დობას" წყვილ ცნებებად და აცილებს მათ ერთმანეთისგან ისე, რომ ტოვებს სივრცეს ფემინურობების მთელი სპექტრისთვის, რომლებიც ბევრ ისეთ სხეულს ამშვენებენ, რომლებიც ქალებად არ ახდენენ იდენტიფიცირებას. ტრანს ფემინიზმი აღიარებს, რომ ვერასრდოს გავიმარჯვებთ, თუ პატრიარქატს გენდერული ბინარულობით ვებრძვით. პატრიარქატი არის სისტემატიური კონტროლი და რეგულაცია გენდერული ბინარულობისა. ტრანს ფემინიზმი პასუხისმგებლობას იღებს და ტოვებს სივრცეს ისეთი საკითხებისათვის, როგორიცაა ყველა ის გზა, რომლითაც (მიუხედავად ჩვენი გენდერებისა) ერთმანეთზე ვძალადობთ.
ამას ვწერ იმიტომ, რომ ვიცი - ბევრი ქვიარი კაცი, ბევრი არა ბინარული ადამინი და სხვები არსებობენ და განიცდიან სექსიზმს, მიზოგინიასა და გენდერულ ძალადობას, მაგრამ არ გააჩნიათ სივრცე ამაზე სალაპარაკოდ. ამას ვწერ იმიტომ, რომ მე მივისწრაფი ისეთი გენდერული სამართლიანობისკენ, სადაც მოძალადეების ლოგიკის გამეორებას არ ვახდენთ; გენდერული სამართლიანობის ისეთი მოდელისკენ, რომელიც სცდება მარტივ, ხილულ ბინარულობას და უღრმავდება კომპლექსურს, არა კონფორმულსა და უჩინარს. ამას ვწერ იმიტომ, რომ მჯერა, თითოეული ჩვენგანის სადარდებელი საქმეა გენდერული ბინარულობის მოშლა.
წყარო
ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან