ქორწინების თანასწორობა პორტუგალიაში
18 05 2010

ორშაბათს 17 მაისს, პორტუგალიის პრეზიდენტმა ანიბალ კავაკო სილვამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელსაც საყოველთაო თანასწორობა შემოაქვს ქორწინებაში. რატიფიკაციის წყალობით პორტუგალია ევროპის მეექვსე ქვეყანა ხდება, რომელიც ქორწინების ნებას რთავს ერთსქესიან წყვილებს - ნიდერლანდების, ბელგიის, ესპანეთის, ნორვეგიისა და შვედეთის შემდეგ.

2010 წლის იანვარში პორტუგალიის პარლამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი ქორწინებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, ამავე დროს მან უკუაგდო შეთავაზება ერთსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის ნებართვის მიცემის შესახებ. ქორწინების კანონპროექტი პრეზიდენტის დასაკანონებელი იყო, თუმცა მან არჩია იგი თავიდან კონსტიტუციურ სასამართლოში გადაეგზავნა. საბედნიეროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონპროექტის ლეგალურობა დაამტკიცა, რასაც საპრეზიდენტო რატიფიკაცია მოყვა.

წყარო:

http://www.ilga-europe.org/home/news/latest_news/marriage_equality_in_portugal_is_secured



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"