საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში
26 11 2013

25 ნოემბერი კვლევის ძირითადი მიზანია ქართული საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლა გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში, განსაკუთრებული აქცენტით ქალების მონაწილეობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში. კვლევითი პროექტი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კვლევით კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 1760 პირისპირ ინტერვიუ მთელი საქართველოს მასშტაბით. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 16 ფოკუსური ჯგუფი ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებელ ქალებთან - 8 ჯგუფი ჩატარდა სამეგრელოში, ხოლო 8 კახეთში. კვლევა ჩაატარა კომპანია "ეისითი"-მ გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით. წყარო კვლევის ანგარიში


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება