რუსული ლგბტ ორგანიზაცია 50,000 რუბლით დაჯარიმდა
23 06 2013
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, რუსეთში ლგბტ ორგანიზაციის „უცხოეთის აგენტობის“ ბრალდებით დაჯარიმების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამ ორგანიზაციის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ლგბტ ადამიანთა უფლებების დამცველი სანკტ პეტერბურგული ორგანიზაცია „ქამინგ აუთ სანკტ-პეტერბურგი“ კანონის შესაბამისად დაჯარიმებულ იქნა 500,000 რუბლით (£ 10,000 ევრო). კრემლის განცხადებით დარეგისტრირებულ უნდა იქნას ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცა, რომელიც დაფინანსებას უცხოური ფონდებიდან იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია რუსეთის მტრად ცხადდება. წინა კვირას რუსული ლგბტ ფესტივალი bok o bok თანხის მნიშვნელოვანი ოდენობით დაჯარიმდა სავარაუდოდ იმ უცხოური დაფინანსების დამალვის გამო, რომლის მიღებასაც ორგანიზატორები უარყოფენ. AllOut-ს უკვე 175,000 ხელმოწერა აქვს პეტიციაზე, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “შეწყვიტოს ლეგალური თავდასხმები გეებსა და ლესბოსელებზე.“ ივნისის დასაწყისსში, რუსეთის დუმამ საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი „ჰომოსექსუალური პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ. მსგავსი კანონები უკვე არსებობდა რუსეთის ათ სხვადასხვა რეგიონში, ახლა კი მიღებული კანონი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს.


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის