2018 წლის 17 აპრილს მიღებული ანგარიშით, ევროპის პარლამენტი მოწოდებას ავრცელებს, რომ საჭიროა მედია სექტორში მნიშვნელოვანი ზომების მიღება გენდერული თანასწორობის მისაღწევად, რაც ლგბტი ადამიანებსაც ეხება.
მედია სექტორში გენდერული თანასწორობი შესახებ ანგარიშის (Šojdrová report) მოწოდების თანახმად, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პროფესიონალთა ტრენინგსა და საგანმანათლებლო აქტივობებზე, დისკრიმინაციასთან საბრძოლველად და გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად.
შესწორებები და შენიშვნები ევროპული პარლამენტის წევრთა სხვადასხვა ჯგუფმა წამოადგინა, მათ შორის ლგბტი ინტერჯგუფმაც, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანგარიშს ლგბტი ადამიანებიც მოეცვა.
ანგარიში განსაკუთრებულ ხაზს უსვამს მედიაცოდნის საჭიროებას და ყველა რელევანტური დაინტერესებული მხარისთვის გენდერულად სენსიტიური მედიაგანათლების მისაწვდომობას, ასევე ახალგაზრდა ადამიანების აღჭურვას შესაბამისი უნარებით, რათა მათ შეძლონ იდენტიფიცირება და ბრძოლა დისკრიმინაციული მედია მასალების წინააღმდეგ.
ევროპული პარლამენტის თანახმად, მედია ცოდნის შესახებ ტრენინგების შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს "იმ სიძულვილის ენისა და ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამაღლება, რომლის საფუძველიც ადამიანის გენდერი, გენდერული იდენტობა, გენდერული გამოხატვა, სექსუალური ორიენტაცია და მახასიათებლებია" (პარაგრ. 23).
ამის მსგავსად, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სარეკლამო მასალებში სტერეოტიპების მნიშვნელობაზე, რაც "გავლენას ახდენს ბავშვთა სოციალიზებაზე, და შესაბამისად, იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ ისინი საკუთარ თავს, საკუთარი ოჯახის წევრებს და გარესამყაროს". რეკლამას შეიძლება დადებითი გავლენა ჰქონდეს სტერეოტიპების ნგრევაზე, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები და სტერეოტიპები ლგბტი ადამიანების წინააღდმეგ" - წერია ანგარიშში (პარაგრ. 23)
ანგარიში ასევე ხაზს უსვამს წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობას მონაცემთა შეგროვებისა და კვლევის ჩატარებისთვის კიბერძალადობასთან ბრძოლაში, რაც ლტბგი ადამიანთა წინაშე კიბერძალადობასაც მოიცავს (პარაგრ. 26). ასევე გამოყოფს განსაკუთრებულ საჭიროებას ტრენინგებისა იმაზე, თუ როგორ უნდა აშუქებდეს მედია გენდერული ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის ლგბტი ადამიანების მიმართ (პარაგრ. 26)
ტერი რაინტკემ, ლგბტი ინტერჯგუფის თანა-თავმჯდომარემ აღნიშნა, "მოხარული ვარ, რომ ვხედავ ევროპული პარლამენტის ანგარიში ლგბტი ადამიანებსაც ეხება, როცა საუბარი გენდერულ თანასწორობაზეა".
"არ შეიძლება მედია იყოს სივრცე, სადაც მავნებლური სტერეოტიპები ვრცელდება და რომელიც ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ ძალადობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჭირდება მეტი პოზიტიური რეპრეზენტაცია ლგბტი ადამიანებისა მედიასა და სარეკლამო სექტორში, რათა ხელი შევუწყოთ მიმღებლობას და დელეგიტიმაცია მივცეთ დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომელიც მათ წინააღმდეგ ხდება."
სოციალისტთა და დემოკრატთა ჯგუფის კომისიის შენიშვნის თანახმად, კომისიამ უნდა გასცეს "მითითება რეკლამაში სექსიზმის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქალთა, კაცთა და ლგბტი ადამიანთა წარმოჩენა რეკლამაში არ მოხდეს სტერეოტიპულად, დამამცირებლად, და დისკრიმინაციულად (მე-5 შესწორება)", თუმცა ეს შენიშვნა უარყოფილ იქნა.
ამასთან დაკავშირებით ლილიანა როდრიგესმა, ჩრდილოვანი ანგარიშის ავტორმა სოციალისტთა და დემოკრატთა ალიანსიდან, და ლგბტი ინტერჯგუფის წევრმა, განაცხადა: "მედიას და სარეკლამო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ დისკრიმინაციასთან ბრძოლის, გენდერული თანასწორობის და ლგბტი ადამიანთა მიმართ პატივისცემის მიღწევის პროცეში."
"მითითება სექსიზმის შესახებ სარეკლამო სექტორისთვის, ადამიანთა, მათ შორის ლგბტი ადამიანთა პოზიტიური რეპრეზენტაციის საშუალებას მოგვცემდა სარეკლამო მასალებში, რომელიც შორს დგას იმ სტერეოტიპული იმიჯებისგან, რასაც დღეს ვხედავთ. ის, რომ ეს ანგარიშში არ იქნება გათვალისწინებული, უნდა შეიცვალოს."
სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.