ერაყელი ლესბოსელი წყვილი ჯერ კიდევ საფრთხეშია
08 12 2010

შვედეთმა თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა ერაყიდან წამოსულ ქურთ ლესბოსელ წყვილს - პარის და დილსას.

წელს შვედეთმა უკვე მოახდინა 500 ერაყელის დეპორტაცია, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა და დიდმა ბრიტანეთმა.

ECHR-მა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო) გასულ წელს დაადგინა, რომ დეპორტაცია უნდა შეჩერდეს უსაფრთხოების გამო, მაგრამ ცალკეულ პირებს უწევთ სასამართლოში პირადად მისვლა საკუთარი დეპორტაციების შესაჩერებლად. ECHR დათანხმდა სწრაფად გადაეხედა 400-ზე მეტი პეტიციისთვის.

დეპორტაციის შემზღუდავ დადგენილებებს, სამწუხაროდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ყოველთვის მკაცრად არ ითვალისწინებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ წყვილი ჯერ კიდევ საფრთხეშია, რადგან შვედეთის მთავრობა თვლის, რომ მათი სამშობლოში დაბრუნება სარისკო აღარ არის.

წყვილის ლესბოსელობა კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია, თუმცა მიგრაციის ოფისმა (და მიგრაციის სასამართლომ) მიიჩნიეს, რომ სიტუაცია ჩრდილო ერაყში (სადაც ქურთები სახლობენ) უსაფრთხოა, თუკი ადამიანი ”სიფრთხილეს” გამოიჩენს და საკუთარ სექსუალობას დამალავს. როგორც ევროკავშირში ლგბტ ადამიანთა თავშესაფრის შესახებ ახალ ანგარიშში ჩანს - ქვეყნები ხშირად თვლიან, რომ თავშესაფრის ძიებაში მყოფ ლგბტ ადამიანებს შეუძლიათ ”მოითმინონ” რეპრესიასა და გამოაშკარავების შიშში ცხოვრება და ამგვარად მათი დაბრუნებაც უსაფრთხოა.

თუმცაღა, უარყოფის მიუხედავად, ცნობები ერაყიდან ცხადყოფს, რომ ე. წ. ღირსების მკვლელობები ჩრდილოეთ ერაყში საკმაოდ გავრცელებულია და მათი რაოდენობა იზრდება, ზემოხსენებული წყვილი კი კონკრეტული საშიშროების წინაშე დგას.

პარის ოჯახი ძლიერია და მთავრობასთან აქვს კავშირი. როცა მან უარი განაცხადა ნათესავს გაყოლოდა ცოლად და აღიარა, რომ ქალი უყვარს, ნათესავებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დილსა ამბობს, რომ მისი ძმა უკვე მოკლეს, რადგან მათ გაქცევაში დაეხმარა. სიფრთხილე მათ ვერაფერს უშველის.

წყარო:

http://madikazemi.blogspot.com/2010/12/iraqi-lesbian-couple-still-not-safe.html?utm_source=feedburner&utm_medium=feed&utm_campaign=Feed:+SaveMehdiKazemi+(LGBT+asylum+news)&utm_content=FaceBook



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის