გეი პრაიდი დელიში
28 11 2011

ფერებით სავსე მსვლელობა და როკ კონცერტი იმის გარანტიაა, რომ დელის ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს ბრწყინვალე კვირა დღე ექნებათ.

პრაიდის ერთ–ერთი ორგანიზატორის, „Queer Delhi“–ის წარმომადგენელი მოჰნიშ მალჰოტრას განცხადებით, ღონისძიების ჩასატარებლად დაფინანსება ორგანიზატორებს არ მოუთხოვიათ და საჭირო თანხა გასულ თვეში საგანგებოდ მოწყობილ წვეულებაზე იქნა მოზიდული. პრაიდის დროს მონაწილეებს ნიღბები, ცისარტყეკას ფერებში გაწყობილი კაშნეები, სასტვენები და კანფეტები დაურიგდებათ. ნიღბები იმ ლგბტ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც „ქამინაუთი“ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 2 ივლისს, დელის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსის 337–ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალური კავშირები კრიმინალიზებული იყო და განაცხადა, რომ ეს მუხლი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თანასწორობის პრინციპს არღვევდა, რომელიც ყველა მოქალაქისათვის კონსტიტუციით არის გარანტირებული.

წყარო:http://www.ndtv.com/article/cities/delhi-set-for-gay-pride-parade-on-sunday-153248



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა