კალიფორნიაში ”გამოსასწორებელი თერაპია” იკრძალება
01 10 2012

კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს ”გამოსასწორებელ” თერაპიას, რომელიც ლგბტ ბავშვებისა და მოზარდების სექსუალური ორიენტაციის შესაცვლელად გამოიყენებოდა, აცხადებს Daily Mail.

გუბერნატორმა ბრაუნმა განაცხადა, რომ ”კანონი კრძალავს არასამეცნიერო ’თერაპიებს’, რომლებსაც ხშირად მიყავთ ახალგაზრდები დეპრესიასა და თვითმკვლელობამდე. ამ პრაქტიკებს არავითარი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია და ამიტომაც დღეიდან გადაინაცვლებს შარლატანობის ნაგვის ყუთში.”

ადამიანის უფლებათა საბჭოს განცხადებით, ორგანიზაციამ 50,000 ხელმოწერა შეაგროვა პეტიციისათვის, რომელიც მოუწოდებდა გუბერნატორ ბრაუნს, რომ ხელი მოეწერა კანონპროექტისთვის.

რესპუბლიკელებმა, რომლებიც კანონს ეწინააღმდეგებიან განაცხადეს, რომ ის არღვევს მშობლების უფლებას გადაწყვეტილება მიიღონ მათი შვილების ნაცვლად.

წყარო:http://www.opposingviews.com/i/society/gay-issues/california-bans-reparative-therapy-used-cure-lgbt-minors



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი