სასამართლომ ლესბოსელის საქმე არ განიხილა
02 10 2009

როგორც www.pinknews.co.uk იუწყება, მიმდინარე კვირას სასამართლომ უარი თქვა ლესბოსელ ჯენის ლენგბენის საქმის განხილვაზე, რომელსაც საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მომაკვდავი პარტნიორის მონახულება აუკრძალა.

მას შემდეგ, რაც მაიამიში მდებარე “ჯექსონ მემორიალ ჰოსპიტალის” ადმინისტრაციამ (Jackson Memorial Hospital) არ დართო ნება, მოენახულებინა 39 წლის ლიზა პონდი, მისი პარტნიორი 17 წლის მანძილზე, ჯენის ლენგბენმა საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი.

პონდი 2007 წლის 18 თებერვალს ფატალური ტვინის ანევრიზმით მიიყვანეს “ჯექსონ მემორიალ ჰოსპიტალში”, სადაც, როგორც ლენგბენი აღნიშნავს, სოციალურმა მუშაკმა მას არ დართო პარტნიორის მონახულების ნება. ავადმყოფი მომდევნო დღეს მარტოობაში გარდაიცვალა.

წყვილი, რომელიც შვილად აყვანილ სამ ბავშვს ზრდიდა, გეი-მეგობრულ კარიბულ კრუიზში იმყოფებოდა დასასვენებლად, როდესაც პონდი დაავადდა. ლენგბენსა და მის შვილებს ავადმყოფთან ყოფნის უფლება არ მისცეს, რომ უკანასკნელი საათები ერთად გაეტარებინათ. როგორც, სავარაუდოდ, საავადმყოფოს მოხელეებმა განუმარტეს ლენგბენს, იგი ჰომოსექსუალობის მოწინააღმდეგე ქალაქსა და შტატში იმყოფებოდა. რვა საათიანი ლოდინისა და მას შემდეგ, რაც სასულიერო პირმა უკანასკნელი რიტუალი აღასრულა ავადმყოფისთვის, ლენგბენს საბოლოოდ ნება დართეს, ხუთი წუთით მოენახულებინა თავისი პარტნიორი.

საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ლენგბენთან ერთად წამოიწყო ლგბტ საქველმოქმედო ორგანიზაცია – Lambda Legal-მაც, თუმცა იმ მოტივით, რომ საავადმყოფოს არ ჰქონდა მნახველთა მიერ პაციენტების მონახულებაზე ნებართვის გაცემის ვალდებულება, ფლორიდის სამხრეთ ოლქის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლომ საქმის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მისი დადგენილებით, საავადმყოფოს არ ეკისრებოდა არც პაციენტთა ოჯახების, ჯანდაცვის სფეროს სხვა წარმომადგენლებისა და/ან სხვა მნახველთა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტებთან ვიზიტების უზრუნველყოფის ვალდებულებაც. სასამართლომ მისი დადგენილებისა და ყველა იურიდიული ვარიანტის განხილვის ვადა ლენგბენ-პონდის ოჯახს 16 ოქტომბრამდე დაუდგინა.

მომხდართან დაკავშირებით ბეთ ლიტრელმა, Lambda Legal-ის სამხრეთის რეგიონული ატლანტის ოფისის ადვოკატმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “სასამართლოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ტრაგიკულ სურათს ასახავს იმისა, თუ ერთსქესიანი წყვილები და მათი ოჯახები მართლაც რამდენად მოწყვლადები არიან კრიზისული სიტუაციების დროს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჯენისის გამბედაობის გამო, ეძებოს სამართალი თავისი ოჯახისთვის ამ საქმეში, უფრო მეტი ადამიანისათვისაა უკეთ გასაგები ჰომოსექსუალობის დისკრიმინაციის ფასი. ეს არასდროს არავის არ უნდა დაემართოს.”



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"