ოლიმპიადის ლგბტ ათლეტები
07 08 2012

ოლიმპიელი ალექსანდრა ლაკაბერი 2008 წლის ბეიჯინგის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, სადაც საფრანგეთმა მეხუთე ადგილი დაიკავა. 2012 წელს ფრანგული ოლიმპიური ქალთა ხელბურთის გუნდში შესვლამდე ის თამაშობდა კლუბ Arvor 29–ში. გასულ შაბათს საფრანგეთის ნაკრებმა 24–23–ით დაამარცხა ნორვეგიული ხელბურთის ქალთა ნაკრები. ლაკაბრერმა 3 გოლი თავად შეაგდო, სანამ მეორე ტაიმში სათადარიგო სკამზე არ გაამწესეს შეტაკებისთვის.

24 წლის ალექსანდრამ ქამინაუთი გასულ ნოემბერს გააკეთა, როდესაც სახელბურთო გაზეთ HandAction–ს ინტერვიუს აძლევდა. მას კითხეს რას აკეთებდა, როდესაც ხელბურთს არ თამაშობდა, რაზეც მან უპასუხა: „ხატვა შემიძლია, როგორც წესი ვხატავ, ასევე შეიძლება საყიდლებზე წავიდე და განსაკუთრებით ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად დროის გატარება მიყვარს.“ ალექსანდრასთან ერთად, საფრანგეთს 3 ღიად ლესბოსელი სპორტსმენი ქალი ჰყავს: ამელი მორესმო, და კაროლ პეონი და ჯესიკა ჰარისონი.

წყარო:http://thenewcivilrightsmovement.com/2012-olympics-who-are-the-lgbt-athletes-day-nineteen-alexandra-lacrabere/news/2012/08/05/45280



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"