ქართველი ფემინისტის გამარჯვება ლიტერატურულ პრემია „საბა“–ზე
11 07 2011

2011 წლის 10 ივლისს, ქართველი ფემინისტის – თამთა მელაშვილის წიგნმა ”გათვლა” მიიღო პრემია ”საბა” საუკეთესო სადებიუტო ნაწარმოების ნომინაციაში.

თამთა მელაშვილმა 2001 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში, ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ამჟამად იგი ”განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაციის” პროექტის მენეჯერია.

2006-2009 წლებში მისი რამდენიმე მოთხრობა დაიბეჭდა სხვადასხვა კრებულში (მათ შორის ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული ”15 საუკეთსო მოთხრობა” და ფონდ ”ტასოს” მიერ გამოცემული 10 ქართული მოთხრობა). 2010 წელს გამომცემლობა დიოგენემ გამოსცა მისი პირველი მცირე რომანი ”გათვლა”.

წიგნი მოგვითხრობს კონფლიკტის ზონაში მცხოვრებ ორ მოზარდ გოგონაზე, რომელიც ცდილობს წამოჭრილ ცხოვრებისეულ სირთულეებს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს და მასში იკვეთება ავტორის ფემინისტური შეხედულებები. ეს პირველი ქართული ნაწარმოებია, სადაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების ყოფა და პრობლემები ქალის პერსპექტივიდანაა ნაჩვენები. წიგნი გვახსენებს, რომ ომი მხოლოდ ”მამაკაცების საქმე” არაა, არამედ მასში ნებით თუ უნებლიედ ჩართული ყველა ადამიანის ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს.

მოამზადა ნათია გვიანიშვილმა



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"